ბლოგი არის ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება .ის აქტიურად მუშაობს და მოიცავს ვრცელ, არსებით ინფორმაციასაც და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით.აქ არის განთავსებული ტესტები, წიგნიერების კალენდარული გეგმების ნიმუშები,საკონფერენციო თემები და სხვა. ელექტრონული რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და კოლეგებს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში.
Pages
- Home
- ჩემი რეზიუმე
- სასწავლო მეთოდოლოგია და მიდგომები
- ჩემი მოსწავლეები
- სამოდელო გაკვეთილი
- სასწავლო ელექტრონული რესურსები
- კონფერენციები
- სასკოლო წრე
- სასკოლო კლუბი
- სადამრიგებლო პროგრამა
- ჩემი პრაქტიკის კვლევა
- თემატური გეგმები
- ტესტები
- ეროვნული გამოცდის მასალები ინგლისურ ენაში
- საატესტატო გამოცდის მასალები ინგლისურ ენაში
- შემაჯამებელი დავალებების ანალიზი
- შეფასების რუბრიკები
- საბავშვო ლიტერატურა
Monday, 27 May 2019
ყველა თბილ, საყვარელ, პოზიტიურ და ყველაზე, ყველაზე გამორჩეულ ბავშვებს ვულოცავ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას❤ მინდა გნახოთ ბედნიერები, წარმატებულები და ღირსეული ადამიანები❤ მადლობა მინდა გითხრათ იმ ლამაზი დღეებისთვის რაც ერთად გავატარეთ, მადლობას გეუბნებით იმისთვის, რომ ჩემთვის სიტყვა ,,დამრიგებელი" ბევრ სითბოს და სიყვარულს ნიშნავს, ხოლო ,,სადამრიგებლო" ერთ დიდ სამეგობროს, რომელთა იმედიც სულ მექნება❤❤ თქვენ ხართ ბავშვები, რომელთა გამოც სკოლაში მოსვლა ძალიან მახარებდა, ბავშვები, რომლებიც ყოველთვის სამაგალითო და მისაბაძი იყვნენ სხვებისთვის და ბავშვები, რომლებსაც ძალიან თბილად და ლამაზად ახსენდებათ შატალოები, რომელიც არასოდეს ჰქონიათ😄😍. მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს მშობლებს, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის, გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის და ასეთი საამაყო შვილების აღზრდისთვის❤❤ ძალიან, ძალიან მიყვარხართ და ძალიან, ძალიან მეიმედებით❤❤❤
Subscribe to:
Post Comments (Atom)




No comments:
Post a Comment