სასწავლო მეთოდოლოგია და მიდგომები

სასწავლო მეთოდოლოგია და მიდგომები

ინგლისური ენის სწავლებისმეთოდოლოგიადამიდგომები
თანამედროვეზოგადსაგანმანათლებლოსტანდარტიგულისხმობსმოსწავლისაღჭურვასიმცოდნითადაუნარ-ჩვევებით,რომლებიცმასსაშუალებასმისცემს,ალღოაუღოსკაცობრიობისსწრაფპროგრესს,გამოიყენოსთანამედროვემეცნიერებისმიღწევები,გახდესსაზოგადოებისსრულფასოვანიწევრი.ცოდნისპასიურიმიმღებიდანმოსწავლეუნდაჩამოყალიბდესაქტიურშემმეცნებლად,რომელიცშეძლებსმიღებულიცოდნაგამოიყენოსროგორცპროფესიულიწარმატებისათვისასევესაზოგადოებისსასიკეთოდ.
უცხოურიენისსრულყოფილადდაუფლებამრავალმხრივიპროცესიადადიდძალისხმევასმოითხოვსროგორცენისშემსწავლელისისემასწავლებლისაგან.ენისსწავლა/სწავლებისასუამრავიელემენტიაგა-სათვალისწინებელიდაეფექტურიშედეგებისმიღებასმხოლოდყველაელემენტისსასწავლოპროცესშიჩართვაგანაპირობებს.სხვადასხვადროსუცხოურიენისგაკვეთილსსხვადასხვამიზანიდასხვადასხვაშინაარსიჰქონდადააქედანგამომდინარე,სასწავლოპროცესისორგანიზებაცსხვადასხვანაირადხდებოდა.თუდაახლოებითერთისაუკუნისწინუცხოურიენისგაკვეთილისმიზანსგრამატიკულიწესებისადაკლასიკურინაწარმოებებისდაზუთხვადამათითარგმნაწარმოადგენდა,დღესმნიშვნელოვანიაშესასწავლენაზეკომუნიკაციადაშესასწავლიქვეყნისკულტურისსწორადაღქმადადაფასებატრადი-ციულიგაკვეთილისგანგანსხვავებითდღესმასწავლებელიგაკვეთილზედომინანტისროლშიკიარარის,არამედმოსწავლისდამხმარეპერსონადასაგაკვეთილოპროცესისფასილიტატორია.
ცნებები „უცხოურიენებისდიდაქტიკა“ და „უცხოურიენებისსწავ-ლებისმეთოდიკახშირადსინონიმურიმნიშვნელობითიხმარებოდადამათიერთმანეთისაგანგამიჯვნასაკმაოდრთულიიყოამისმიზეზისავარაუდოდ,სხვადასხვაქვეყანაშისხვადასხვადროსდიდაქტიკისადამეთოდიკისგანსხვავებულიგანმარტებისადაგანსხვავებულიფუნქციებისგამოხდებოდა.რამდენადაცორივესასწავლოპროცესსშეისწავლისდღესმათხშირადუცხოურიენებისმეთოდიკა/დიდაქტიკას“ უწოდებენ.
უცხოურიენებისსწავლებისმეთოდიკა/დიდაქტიკისამოსავალპრობლემატიკასწარმოადგენს:
• სწავლებისმიზანი (რამიზანიაქვსენისშემსწავლელს?);
• სწავლებისშინაარსი (რასუნდასწავლობდესენისშემსწავლელი?);
• სწავლებისმეთოდებიდახერხები(როგორუნდამიმდინარეობდესსასწავლოპროცესი?).ესყველაფერიდღესმეთოდიკა/დიდაქტიკისთეორიულასპექტსმი-ეკუთვნებახოლორაცშეეხებასასწავლოპროცესისპროფესიულ-პრაქტიკულასპექტსმასშიერთიანდება:
 • მოსწავლისაქტივობა (სწავლა) ;
 • მასწავლებლისაქტივობა (სწავლება);
• სწავლებისორგანიზაცია (სწავლებისმიზნებიშინაარსიმეთოდები,ხერხებიდასწავლებისსაშუალებებისრეალიზაცია).

საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.         
უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომების მოპოვების ხელშესაწყობად სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ დადგენილ დონეებთან და მითითებულია, სწავლების რომელი საფეხური შეესატყვისება ევროსტანდარტის ამა თუ იმ დონეს.
უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
      უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
·           განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
·           განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კიხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
·           გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი;
·           ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
·           განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
·           მომზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
·           განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.
 ამ საგანმნათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები სამ კატეგორიად დაიყოფა:
სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
·           გრამატიკული, ლექსიკური ცოდნ;
·           მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
·           უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
·           ტექსტის სახეებისა და მათი მხასიათებლების ცოდნა;
·           წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
·           სამეტყველო უნარ-ჩვევები;
·           ენობრივი უნარ-ჩვევები;
·           სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
·           ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევბის ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა;
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
·           ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
·           ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
·           კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
·           პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
·           ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
·           უცხოური ენების სწავლის სურვილი.
უცხოური ენების სწავლების საფეხურების დახასიათება

    უცხოური ენის სწავლებას სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მიზნები აქვს.
უცხოური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე
დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლების აღმზრდელობითი მიზანია მოზარდის მომზადება მომდევნო საბაზო საფეხურზე წარმატებული სწავლისათვის. ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს:
·           მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება (აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა, მრავალგვარი აზროვნება და სხვა);
·           დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის, უცხო სამყაროს მიმართ;
·           სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება, რომელთაგან სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ნებისყოფა, ყურადღების მობილიზება, წესების დაცვა და პატივისცემა, სასწავლო ნივთების/საქმიანობის მოწესრიგება, თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა.

რაც შეეხება უცხოური ენების სწავლების საგანმანათლებლო მიზანს, სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ადგილი უჭირავს უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებას (მოსმენა-ლაპარაკი) და განსხვავებული ენობრივი და კულტურული სამყაროს აღმოჩენას.
დაწყებით საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა. სწავლის პროცესში წარუმატებლობის, მარცხის განცდა უნდა გამოირიცხოს. ამისათვის სწავლების მეთოდიკამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებები და გამოიყენოს სწავლების შესატყვისი ხერხები.
უცხოური ენის სწავლება საბაზო საფეხურზე
 საბაზო საფეხური სავალდებულო სწავლების დამამთავრებელი ციკლია: საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ერთი ნაწილი ტოვებს სკოლას და აქტიურ ცხოვრებაში ერთვება. ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარი აღმზრდელობითი მიზანია მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება (ტოლერანტობა, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება, კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა. . . ).
უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის აღჭურვა საბაზისო ცოდნით, რომელიც მას ხელს შეუწყობს გზა გაიკვალოს თანამედროვე ცხოვრებაში. კერძოდ, ამ ციკლის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
·           ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ორ უცხოურ ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში;
·           კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების გამოყენება;
·           ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, კულტურა);
·           ინტერაქცია განსხვავებულ კულტურულ თუ სოციოკულტურულ კონტექსტებში.
საბაზო საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება). ამის უზრუნველსაყოფად სწავლების მეთოდიკაში უნდა დაინერგოს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც გამოავლენს მოსწავლის პოტენციალის თავისებურებებს (მრავალმხრივი შეფასება).
უცხოური ენის სწავლება საშუალო საფეხურზე
    ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარ აღმზრდელობით მიზნად რჩება მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მოსწავლეს, რომელი სფეროც არ უნდა აირჩიოს მან პროფესიული საქმიანობისათვის, უცხოური ენა დასჭირდება როგორც ინსტრუმენტი ცოდნისა და გამოცდილების გასამდიდრებლად. ამდენად, საშუალო საფეხურზე უცხოური ენის სწავლების საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის უზრუნველყოფა ისეთი ცოდნით, რომ მან შეძლოს ერთ ან ორ უცხოურ ენაზე:
·           სხვადასხვა ხასიათის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტების (რეპორტაჟი, საქმიანი წერილი, ინტერვიუ, რეფერატი, ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილი, შემეცნებითი ტექსტი და სხვა) გაგება, გაანალიზება და დამუშავება შემდგომში გამოყენების მიზნით სასწავლო საქმიანობაში;
·           ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების, საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება;
·           მეგობრული თუ საქმიანი წერილების შედგენა, აქტუალურ თემებზე ზეპირი მოხსენების/პროექტის წარდგენა და სხვა.

 უცხოური ენების სწავლების ორგანიზება
უცხოური ენების განაწილება საფეხურების მიხედვით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითსავალდებულოა ორი უცხოური ენის სწავლება. ამდენად, პირველი და მეორე უცხოური ენა სავალდებულო საგანთა რიცხვს მიეკუთვნება.
მესამე უცხოური ენა შესაძლებელია საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლებოდეს (იხ. ესგ, არჩევითი საგნების ჩამონათვალი).
პირველი უცხოური ენა - პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება. გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით. გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს პირველი კლასიდან ასწავლოს სხვა უცხოური ენა, თუმცა ასეთ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს მეორე უცხოურ ენად ინგლისური შესთავაზოს.
უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა სამი კომპონენტისაგან შედგება: შესავალი, სტანდარტი და პროგრამის შინაარსი.
უცხოური ენის სტანდარტი. სტანდარტი საერთოა ნებისმიერი უცხოური ენისათვის, რომელიც შეიძლება სკოლაში ისწავლებოდეს. იგი განსაზღვრავს უცხოური ენის სწავლების მოსალოდნელ შედეგებს სწავლების თითოეული საფეხურისათვის.
 უცხოური ენის სტანდარტი დაყოფილია არა კლასების, არამედ ენის ფლობის დონეების მიხედვით. შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც სტანდარტის დონეების მიხედვით დაიწერება.
    პროგრამის შინაარსი. საგნობრივი პროგრამის მესამე ნაწილი გახლავთ პროგრამის შინაარსი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. პროგრამის შინაარსი წარმოადგენს იმ ენობრივი მასალისა და სოციოკულტურული თემატიკის სარეკომენდაციო ჩამონათვალს, რომლითაც შეიძლება სტანდარტით განსაზღვრული უნარ-ჩვევების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში პროგრამის შინაარსი განისაზღვრა ოთხი უცხოური ენისათვის (ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური). სკოლები, რომლებაც სხვა უცხოური ენების სწავლება აქვთ დაგეგმილი, სტანდარტით იხელმძღვანელებენ.
დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები. დაწყებითი საფეხურის სტანდარტის დონეები და ასევე მათზე დაფუძნებით შედგენილი სახელმძღვანელოებიშინაარსობრივი და პედაგოგიური თვალსაზრისითმიესადაგება ამ საფეხურის მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს. ამდენად, დაწყებითი საფეხურის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეთათვის დაპირიქით, საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის.
 ერთი მხრივ, დაწყებითი და, მეორე მხრივ, საბაზო-საშუალო საფეხურების დონეთა ერთმანეთისაგან გასამიჯნად სტანდარტში განსხვავებული ინდექსებია გამოყენებული დაწყებითისათვის განკუთვნილ დონეებზე მიუთითებს ასო "დ", ხოლო საბაზო-საშუალოსათვის განკუთვნილზე ­- ასო "ს":
 დაწყებითი საფეხურისთვის ექვსი დონეა გამოყოფილი, საბაზო-საშუალო საფეხურისთვის კი რვა:
დაწყებითი საფეხურის 
დონეები
I
II
III
IV
V
VI


საბაზო-საშუალო საფეხურის დონეები
სI
სII
სIII
სIV
სV
სVI
სVII
სVIII

 დონეების და კლასების შესაბამისობა. დონეების მიხედვით დაყოფა უცხოური ენების სასწავლო გეგმას უფრო მოქნილს ხდის და მასწავლებელს საშუალებას აძლევსკონკრეტული კლასის მოთხოვნების მიხედვით შეარჩიოს ამა თუ იმ დონის სახელმძღვანელო. მაგალითად, I დონის ფრანგული ენის სახელმძღვანელო შეიძლება შეიტანოს მან VII კლასშიც, თუ მოსწავლეები ამ ეტაპზე იწყებენ ფრანგულის შესწავლას და X კლასშიც, თუკი ისინი ფრანგულ ენას ისწავლიან, როგორც არჩევით საგანს.

 კლასებისა და დონეების შესაბამისობა პირველი, მეორე და მესამე (არჩევითი საგანი) უცხოური ენისათვის:


დაწყებითი
საბაზო საშუალო


კლასი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
უცხ. ენა 1

დონე
I
II
III
IV
V
VI
სII/
სIII
სIII/
სIV
სIV/
სV
სV/
სVI
სVI/
სVII
სVII/
სVIII



უცხ. ენა 2
დონე






სI

სII
სIII
სIV
სV
სVI



არჩ. უცხ. ენა 3
დონე









სI/
სII

სII-სIII
სIII-სIV
 როგორც ცხრილიდან ჩანს, პირველი უცხოური ენის შემთხვევაში, თითოეულ კლასში ორ-ორი დონეა შეთავაზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასწავლებელს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. მეშვიდე კლასის მოსწავლეები სხვადასხვა კლასში და სხვადასხვა სკოლაში შეიძლება განსხვავებულ დონეზე ფლობდნენ დაწყებითში ნასწავლ ენას, რაც სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამდენად, მასწავლებელი თვითონ გადაწყვეტსკონკრეტულ მე-7 კლასში მეორე დონის (სII) სახელმძღვანელო შეიტანოს, თუ მესამესი (სIII). შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსწავლეებს პირველი დონის სახელმძღვანელო დასჭირდეთ. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი არ უნდა მოერიდოს პირველი დონის სახელმძღვანელოს არჩევას.
მეორე უცხოური ენის შემთხვევაში მეორე დონის სახელმძღვანელო (სII) მე-8 კლასში

დაწყებითი
საბაზისო-საშუალო
გამოდგება, არჩევითი საგნის შემთხვევაში კი მეთერთმეტეში.
დონეების სისტემის დანერგვის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებელმა კლასში არსებული რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე იმოქმედოს და ამა თუ იმ კლასში შეიტანოს იმ დონის სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეთა მოთხოვნებს შეესაბამება.
ასე რომ, მასწავლებლის პრეროგიტავაა აირჩიოს, თუ რომელ კლასში რომელი დონის სახელმძღვანელოს შეიტანს.
სტანდარტის დონეები და ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული ენის ფლობის დონეებ
ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ენობრივი პოლიტიკის დეპარტამენტმა და უცხოური ენების განყოფილებამ უცხოური ენების სწავლა/სწავლებისა და შეფასებისათვის შეადგინა და გამოსცა საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო. ამ ჩარჩოს მიზანია, შექმნას წევრ-ქვეყნებისათვის საერთო ბაზა ენის ცოდნის კვალიფიკაციის განსასაზღვრად და ხელი შეუწყოს მასწავლებლების, პროგრამების შემდგენლების, სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციებისა და უცხოური ენების სწავლების ადმინისტრატორების შეთანხმებულ მოქმედებას.
სარეკომენდაციო ჩარჩო განსაზღვრავს ენის ცოდნის 3 ძირითად დონეს:
·                A – ძირითადი მომხმარებელი (ენის ელემენტარული ცოდნა)
·                B – დამოუკიდებელი მომხმარებელი (ენის კარგი ფლობა)
·                C – სპეციალისტი (ენის თავისუფალი ფლობა)
ეს სამი დონე 6 განშტოებად იყოფა : A1 (გასაღები), A2 (საფუძველი), B1 (ზღვრული), B2 (ზღვრული განვითარებული), C1 (მაღალი), C2 (სრულყოფილი). ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უცხოური ენის სტანდარტი მიზნად ისახავს B1 (ზღვრული) დონის დაძლევას.


სტანდარტის დონეების შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრულ ენის ფლობის დონეებთან ასეთია:

დაწყებითი
საბაზო-საშუალო

კლასი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
უცხ. ენა I
სტ.დონე
I
II
III
IV
V
VI
II/
III
III/
IV
IV/
V
V/
VI
VI/
VII
VII/
სVIII
ევრ.საბჭ. დონე
A1.1
A1.2
A1.3
A2.1
A2.2
A2.3
A2/
1.1.
B1.1./
1.2.
B1.2./
1.3.
B1.3./B1.4.
B1.4./   
B 1+
B1+/
 B 2

უცხ. ენა II
სტ.დონე






I
II
III
IV
V
VI
ევრ. საბჭ.დონე






A1
A2
1.1
B 1.2
B 1.3.
1.4.

უცხ. ენა III
სტ.დონე









I
II
III
ევრ.საბჭ. დონე









A1
A2
1.1

კლასის გაყოფა უცხოური ენის გაკვეთილზე - იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი, დასაშვებია კლასის გაყოფა. ასევე დასაშვებიაგანაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონეების გათვალისწინებით. აუცილებელია მოსწავლეებს განემარტოთ, რომ დონეების მიხედვით დაყოფა არ ნიშნავს მათ დაყოფას სუსტ და ძლიერ ჯგუფებად: ენის ფლობის ერთსა და იმავე დონეზე არიან როგორც სუსტი, ისე ძლიერი მოსწავლეები. მისი მიზანია, მოსწავლეთა ენობრივი საჭიროებების შესაფერისი სასწავლო კურსის შერჩევა, რაც უზრუნველყოფს მათ წარმატებით წინსვლას.
ე) უცხოური ენის სწავლების მიმართულებების აღწერა
დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება შვიდი მიმართულებით გაიშლება: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, სწავლის სწავლა, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება.

მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა
პირველ ოთხ მიმართულებას (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) აქვს საერთო შიდა სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სამი განსხვავებული ტიპის შედეგს:
1.         კომუნიკაციური შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტების შინაარსის გაგება-გაანალიზებას (კითხვასა და მოსმენაში) და შექმნას (წერასა და ლაპარაკში);
2.         ენობრივი შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობას (კითხვაში) და გამოყენებას (წერასა და ლაპარაკში);
3.         სტრატეგიული შედეგები, რომლებიც გულისხმობს მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების დაუფლებას.
შიდა სტრუქტურის მიზანია, გამოკვეთოს ის უნარები, რომელთა განვითარება საერთო მიზანს წარმოადგენს ყველა ენის სწავლა-სწავლებისათვის, იქნება ეს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართულიროგორც მეორე ენა, გერმანული, ფრანგული, რუსული თუ ინგლისური ენები. სასურველია, ენების სწავლებისას დაიძლიოს საგნობრივი კარჩაკეტილობა და დაინერგოს ენების ინტეგრირებული პედაგოგიკა. მართლაც, ნებისმიერი ტიპის (მშობლიურის, არამშობლიურის) ენის შესწავლისას მოსწავლე მსგავსი ამოცანების წინაშე დგება. მაგალითად, მან უნდა დაადგინოს, თუ რა სტრუქტურისაა ტექსტი, რა შინაარსის შემცველია, რა ენობრივი მახასიათებლები აქვს მას, რა ტიპის სტრატეგიები უნდა გამოიყენოს მის გასააზრებლად და სხვა. მეტიც, ასეთივე ენობრივ-კომუნიკაციური ამოცანების წინაშე დგას მოსწავლე ნებისმიერ არაენობრივ საგანშიც (იქნება ეს ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა თუ სხვა), როცა უწევს ტექსტების გააზრება, შედგენა თუ აუდიტორიის წინაშე ზეპირი გამოსვლა. ასე რომ, ენობრივ-კომუნიკაციური უნარები გამჭოლი ხასიათისაა – ამ უნარების დაუფლება მოსწავლეს ნებისმიერი საგნის ათვისების პროცესში სჭირდება. ინტეგრირებული დიდაქტიკა გულისხმობს ენების სწავლისას მიღებული გამოცდილების ურთიერთდაკავშირებას, მოსწავლის მიერ შეძენილი გამოცდილების გადატანის ხელშეწყობას ერთი ენიდან მეორეში. ასეთი მიდგომა განამტკიცებს უნარებს, ამდიდრებს გამოცდილებას და ზრდის მოსწავლეთა ქმედუნარიანობას. ამის განსახორციელებლად, მასწავლებელმა უნდა იფიქროს შესწავლილ თუ შესასწავლ ენებს შორის ხიდების გაბმაზე. ასე მაგალითად, უცხოური ენის მეშვიდე დონის სტანდარტში ასახული სტრატეგია მოსწავლე ტექსტს მთლიანად წაიკითხავს, სხვადასხვა სიმბოლოთი მონიშნავს მთავარ საკითხებს, მეორეხარისხოვან იდეებს, საკვანძო სიტყვებს იმ უნართა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც შეიძლება მან ეფექტურად გამოიყენოს ტექსტის გააზრებისას ნებისმიერ საგანში, იქნება ეს ენობრივი (ქართული, ინგლისური, რუსული თუ სხვა), თუ არენობრივი საგნები (ისტორია, ფიზიკა, გეოგრაფია და სხვა). ხიდების გასაბმელად მასწავლებელმა უნდა გააცნობიერებინოს მოსწავლეს, რომ კონკრეტული უნარის გადატანა შეიძლება განსხვავებულ საგნებში და განსხვავებულ კონტექსტებში.
სწორედ ამის ხელშეწყობას ემსახურება არაერთი ინდიკატორი, რომლებიც წარმოდგენილია უცხოური ენის სტანდარტის სტრატეგიულ შედეგებში და მიმართულებაში სწავლის სწავლა. მოვიტანთ რამდენიმე მათგანს:
მიმართულება კითხვა, შედეგი - უცხ. სV.10. ინდიკატორი:
·           "აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა;

·           ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური;საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას. "
დაწყებით და საბაზო-საშუალო საფეხურზე სწავლა/სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მოსმენას, ლაპარაკს, კითხვასა და წერას განსხვავებული დიდაქტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ ამ მიმართულებებს სწავლების ეტაპების მიხედვით დავახასიათებთ.
ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში უცხოური ენის სწავლების 3 ძირითადი ეტაპი გამოიყოფა:
პირველი (საწყისი) ეტაპი მოიცავს დაწყებითი საფეხურის პირველ სამ დონეს, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურების პირველ და მეორე დონეებსანუ I, II, IIIსI, სII;
მეორე (შუა) ეტაპი მოიცავს დაწყებითი საფეხურის სამ დონეს, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურების მესამე და მეოთხე დონეებს ანუ IV, V, დVI, სIII, სIV;
მესამე (ბოლო) ეტაპი მოიცავს საბაზო-საშუალო საფეხურის მეხუთე, მეექვსემეშვიდე და მერვე დონეებსანუ სV, სVI, სVII, სVIII.
სწავლების პირველი ეტაპი
    მოსმენა - ამ ეტაპზე მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება. სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რადგან უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს. ფონემატური სმენის განვითარება შინაარსიან კონტექსტში მოხდება. ტექსტებს უხვად უნდა ახლდეს თვალსაჩინო მასალა (სურათები, საგნები, ნახატები, ფოტოები და სხვა) და ბგერითი ინდიკატორები (რაიმე ხმაური, მკაფიოდ გამოხატული ინტონაციები და სხვა), რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლეს გაუადვილდება ტექსტის გაგება.
     დაწყებით ეტაპზე მოსწავლეებს არც ტექსტის ამომწურავად გაგება მოეთხოვებათ (საკმარისია საკომუნიკაციო სიტუაციის, ზოგადი ინფორმაციისა და ცალკეული გამოთქმების გაგება) და არც გამოთქმების დესტრუქტურიზაცია და ლინგვისტური თვალსაზრისით გაანალიზება.
 პირველ, ისევე როგორც მეორეეტაპზე მოსმენილი ტექსტები გამოიყენება ნიმუშებად ზეპირმეტყველებისათვისამიტომ ტექსტები არ უნდა იყოს უცნობი ლექსიკითა და გრამატიკული კონსტრუქციებით გადატვირთული; სასურველია, მოსწავლეებისათვის დიდაქტიზებული* ტექსტების შეთავაზება.
ლაპარაკი – პირველ ეტაპზე მოსწავლის ალაპარაკება გაჭირდება. სწავლების სტრატეგია რეპროდუცირებისკენ იქნება მიმართული. რეპროდუცირების მიზანია, სწორი გამოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება/განმტკიცება. რეპროდუცირებისთვის გამოიყენება ლექსები, გათვლები (პატარებისათვის), სიმღერები, დიალოგები, სკეტჩები.
პროდუცირება ძალიან შეზღუდული სახით მიმდინარეობს - მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ/უპასუხებენ კითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს.
კითხვა - დაწყებით საფეხურზე კითხვის სწავლება თავისებური მეთოდოლოგიით უნდა წარიმართოს. პრველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფონოლოგიური უნარების განვითარებას, რათა მოსწავლეს ფონემური ცნობიერება განუვითარდეს (ზეპირი მარცვლების, ბგერების აღქმისა და გამოყენების უნარი). ფონემური ცნობიერების განვითარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლემ ანბანური პრინციპი გაიგოს (ასოს, როგორც გრაფიკული ერთეულის კავშირი ბგერასთან, როგორც აკუსტიკურ ერთეულთან).
     მეორე რიგში, მნიშვნელოვანია ნაადრევად არ დავაწყებინოთ მოსწავლეებს სისტემური კითხვა, რამაც შეიძლება სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს არამხოლოდ უცხოურ, არამედ მშობლიურ ენაშიც. მოსწავლე ეტაპობრივად უნდა მოვამზადოთ კითხვის სისტემური კურსისათვის.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ვამუშაოთ როგორც ჩუმ, ისე ხმამაღალი კითხვის ტექნიკაზე.
წაკითხულის გაგების უნარის გასავარჯიშებლად სასურველია, მოსწავლეები ჩავაყენოთ აქტიური მკითხველის მდგომარეობაში. ამისათვის მათ ტექსტის წაკითხვამდე უნდა მივცეთ კონკრეტული საკითხავი ამოცანა; კონკრეტული ამოცანით უნდა მივიყვანოთ ისინი ტექსტთან.
წერა - წერის უნარის განვითარება წარიმართება კითხვის უნარის განვითარების პარალელურად. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წერის ტექნიკურ-მოტორული უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მოსწავლე გამოწერს ასოებს, ნასწავლ სიტყვებს; დაეუფლება ასოების გადაბმის ტექნიკას.
წერა ხელს შეუწყობს როგორც კითხვის უნარის გაუმჯობესებას, ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას. თანდათანობით მოსწავლეები გადადიან პროდუცირებაზე. ისინი სწავლობენ ნიმუშების მიხედვით მცირე მოცულობის ფუნქციური ტექსტების შედგენასსადაც ისინი იძენენ ამბებისფაქტებისმოვლენების თანამიმდევრულად გადმოცემისა და შეფასების უნარ-ჩვევებსრომლებიც მომდევნო ეტაპზე უფრო მეტად გაიშლება და დაიხვეწება.
სწავლების მეორე (შუა) ეტაპი
მოსმენა - მეორე ეტაპზე გამოიყენება როგორც დიდაქტიზებული, ისე ნახევრად ავთენტიკური ტექსტები, რომელთა მოცულობა და სირთულის დონე აღემატება წინა დონის ტექსტებისას.
გაგების თვალსაზრისით მოთხოვნა გაიზრდება: მოსწავლეებს მოეთხოვებათ ტექსტის უფრო ამომწურავად გაგება და ენობრივი მოვლენების შესწავლა/გაანალიზება.
ლაპარაკი – მეორე ეტაპზე პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლის ალაპარაკება. უფრო მრავალფეროვანი ხდება საკომუნიკაციო სიტუაციები, რომლებშიც იგი მონაწილეობს როგორც მსმენელი, ან მოქმედი პირი. იწყებს ენობრივი მარაგის უფრო თავისუფლად გამოყენებას როგორც სიმულაციური, ისე რეალური კომუნიკაციის დროს.
კითხვა – მეორე ეტაპზე მოსწავლეებს მოეთხოვებათ სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ტექსტების გაგებატექსტები იქნება ჯერ კიდევ მცირე მოცულობისნახევრადავთენტიკური, ან ავთენტიკურს მიმსგავსებული დიდაქტიზებული.
მოსწავლეები, დასმული ამოცანის შესაბამისად, ისწავლიან კითხვის სხვადასხვა სტრატეგიისა თუ სახეობის გამოყენებას (გაცნობითიშესწავლითიძიებითი).       
წერა – მეორე ეტაპზე თანდათანობით ხდება წერის საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების დაუფლება. მოსწავლეები ეუფლებიან ისეთ უნარ–ჩვევებს, როგორებიცაა აღწერითი თხრობითი ტექსტების შექმნა, პირადი კორესპონდენციის წარმოება და სხვა.
სწავლების მესამე (ბოლო) ეტაპი
მოსმენა - თუკი აქამდე მოსასმენი ტექსტები გამოიყენებოდა ზეპირმეტყველების ნიმუშებად, ახლა მეტყველება და მოსმენა აღარ არის ურთიერთგადაჯაჭვული, ურთიერთდაქვემდებარებული. ამდენად, თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ავთენტიკური ტექსტები და საშუალება მივცეთ მოსმენის უნარს, ზეპირმეტყველებისგან დამოუკიდებლად უფრო სწრაფად და ღრმად განვითარდეს. ამ ეტაპზე მოსწავლეები მიეჩვევიან ტექსტის გაგებას მხოლოდ აკუსტიკურ ხატზე დაყრდნობით.
ლაპარაკი - უფრო მდიდრდება საკომუნიკაციო სიტუაციის ტიპები. საკლასო ოთახში კომუნიკაცია მთლიანად უცხოურ ენაზე მიმდინარეობს. სწავლების სტრატეგიები მიმართულია თვითგამოხატვის უნარის დახვეწის, მისი დაზუსტებისა და გამდიდრებისაკენ.
კითხვა - ამ ეტაპზე ზეპირი თუ წერითი მეტყველების უნარის განვითარების მთავარი წყარო კითხვა ხდება. მისი საშუალებით მოსწავლე ენობრივ მარაგს ამდიდრებს და სწავლაში უფრო დამოუკიდებელი ხდება. მოიმატებს ტექსტების მოცულობა და სირთულის დონე. მოსწავლეებს მოეთხოვებათ ავთენტიკური, სხვადასხვა ჟანრისა თუ ტიპის, ლიტერატურული თუ ფუნქციური ტექსტების გაგება და გაანალიზება.
წერა - ბოლო ეტაპზე მოსწავლე უნდა დაეუფლოს ისეთი სახის ტექსტების წერას, რომლებიც მას ცხოვრების ასპარეზზე გასვლისას ყველაზე მეტად დასჭირდება (საქმიანი/პირადი წერილი, ესე და სხვა). მოსწავლე ისევ ნიმუშებით სარგებლობს, თუმცა ოდნავ უფრო დიდი მოცულობის ტექსტებს თხზავს, სადაც იგი თხრობის, აღწერის, აზრის თანამიმდევრულად გადმოცემისა და დასაბუთების უნარ-ჩვევებს იძენს.
სწავლის სწავლა
     ამ მიმართულების საგანი თავად სასწავლო პროცესია. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ სასწავლო საქმიანობის დამოუკიდებლად მართვა. ამისათვის იმთავითვე უნდა შევაჩვიოთ სასწავლო მიზნებისა და ამოცანების გააზრებას; სასწავლო პროცესის მიმდინარეობის გაანალიზებას - ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა; შედეგების დამოუკიდებლად შეფასებას; გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას; სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას; იმ ფაქტორების გამოწვევას, რომლებიც დადებითად მოქმედებს სასწავლო პროცესზე და სხვა. სწავლის უნარ-ჩვევის გასავითარებლად მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის აქტივობა: მაგ.: კითხვარები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, გააცნობიერონ საკუთარი და ალტერნატიული მიდგომა კონკრეტული ამოცანის გადაჭრისას, სხვადასხვა შინაარსის თვითშეფასების სქემები, ფსიქოლოგიური ხასიათის ტესტები, სადაც გაიაზრებს სხვადასხვა ტიპის ფაქტორს, რომელიც დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე და სხვა.
კულტურათა დიალოგი
     უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება "კულტურათა დიალოგი".
     მოსწავლეთა ყურადღება გამახვილდება უცხო კულტურის თავისებურებებზე. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, გამოთქვან შეფასებები, გაავლონ პარალელები საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს გაუღრმავებს კულტურული კუთვნილების განცდას, გააცნობიერებინებს კულტურულ მრავალფეროვნებას, ასწავლის საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასებას.
     ყურადღება უნდა მიექცეს პიროვნებათშორის ურთიერთობებსაც. გაკვეთილზე მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება ისაუბრონ საკუთარ თავზე, გამოავლინონ თავიანთი პიროვნების სხვადასხვა მხარე - იქნება ეს განცდები, გატაცებები, გემოვნება, შეხედულებები, ოცნებები, საყვარელი საქმიანობა, საყვარელი პერსონაჟები, ცხოვრებისეული ისტორიები, თვალსაზრისები თუ სხვა; ისინი გაეცნობიან თანაკლასელთა თუ უცხოენოვან თანატოლთა სულიერ სამყაროს და ამ გზით შეძლებენ განიცადონ საკუთარი და სხვისი ინდივიდუალურობის განუმეორებლობა, ისწავლონ სხვა პიროვნებათა დაფასება, ერთმანეთის მოსმენა, ურთიერთგაგება, ურთიერთთანადგომა. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გახდნენ უფრო შემწყნარებელნი ერთმანეთისა და სხვების მიმართ.
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
 ეს მიმართულება უკავშირდება იმ სოციალური მიზნის განხორციელებასრომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს უცხოური ენების დიდაქტიკაში, კერძოდ, ისეთი სოციალურად აქტიური ინდივიდის აღზრდარომელიც შეძლებს სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის მქონე მოქალაქეებთან თანამოღვაწეობასმთავარი გამჭოლი უნარ-ჩვევარომლის განვითარებასაც უნდა მოემსახუროს ეს მიმართულებაარის კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა ჯგუფური თუ ინდივიდულური მუშაობის ფორმატშიმეთოდური თვალსაზრისითასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს კომუნიკაციურ-ენობრივი უნარების უკეთ დაუფლებასრამდენადაც მოსწავლეებს უწევთ ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ სიტუაციაში გადატანაამ მიმართულებაში შედის პროექტის განხორციელებატექსტების გადამუშავება მათი მომდევნო გამოყენების მიზნით და მედიაციამედიაცია ზეპირი აქტივობაცაა და წერითიციგი გულისხმობს ნებისმიერი სახის ტექსტის შინაარსის გადმოცემას თარგმნისთარჯიმნობისრეზიუმირებისა თუ ინტერპრეტირების გზითმედიაციის დანიშნულებააკონკრეტული ტექსტის შინაარსი მისაწვდომი გახადოს იმისთვისვისაც ამ ტექსტზე უშუალოდ არ მიუწვდება ხელი.
სტანდარტში მითითებული ინდექსები
            სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართულიმაგ., უცხ..III.1. – პირველი ნიშანი უცხ მიუთითებს საგანს (უცხ = უცხოური ენა), მეორე ნიშანი დ მიუთითებს საფეხურს (=დაწყებითის =საბაზო-საშუალო), მესამე ნიშანი III – მიუთითებს ენის ფლობის დონესბოლო ნიშანი კი შედეგის რიგს (1 = პირველი შედეგი).
ვ) შეფასება უცხოურ ენაში
                             შეფასების კომპონენტები უცხოურ ენებში
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები

ენობრივი ცოდნა და უნარები
·           ლექსიკური ცოდნა
·           გრამატიკული ცოდნა
·           ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება)
·           გამოთქმა
·           მართლწერა
კომუნიკაციური უნარები
·           კითხვა-გაგება
·           ხმამაღალი კითხვა
·           მოსმენა-გაგება
·           ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი გამოსვლები)
·           წერითი კომუნიკაცია
კულტურა
  • შესწავლილი საკითხების ცოდნა
  • კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები
·           შემოქმედებითობა
·           თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან)
·           სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების)
·           სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
·           სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით
·           სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფრმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);
·           სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე, სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);
·           სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);
·           სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, მოამზადეთ ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლევი; დაწერეთ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
·           პროექტის განხორციელება.
შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:
·           ხმამაღალი კითხვა
·           ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
·           გამოწერა
·           გადაწერა
·           კარნახით წერა
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.
შემაჯამებელ დავალებათა ტიპები
     სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
·         მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება - გააზრება
·         სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა
·         როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა
·         ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ
·         საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ
·         ზეპირი მოხსენება
·         განხორციელებული პროექტი
·         და სხვა

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები
·         დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
·         ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
·         10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
·         მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

ზოგადი რუბრიკის ნიმუში:
შეფასების ზოგადი რუბრიკა წერითი და ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის

}   პირობასთან შესაბამისობა
}   კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
}   ენობრივი უნარ-ჩვევები
}   შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

კონკრეტული რუბრიკების ნიმუშები
ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში
დავალების პირობა: მოცემულ სურათზე დაყრდნობით შეადგინე და მოყევი ამბავი - რა ხდებოდა სურათის გადაღებამდე ორი-სამი საათით ადრე და რა მოხდა შემდეგ. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი, გადმოეცი ამბები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და ადგილი. საუბრის მინიმალური დრო - 2 წუთი
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის
ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს დროის ლიმიტს
0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
0 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს
0 - 1
განსაზღვრავს მოქედების დროსა და სივრცეს
0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები

იყენებს ნასწავლი დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს
0-2
ადეკვატურად იყენებს ზმნის წარსული დროის გამომხატველ ფორმებს
0 - 1
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას
0 - 1
იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით
0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

შემაჯამებელი დავალების სტანდარტთან შესაბამისობა
უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გადმოცემს მოსმენილი/წაკითხული ტექსტის შინაარს;
·           გადმოცემს რაიმე შემთხვევის მნიშვნელოვან დეტალებს;
·           ჰყვება ამბავს;
·           აღწერს რეალურ თუ წარმოსახვით მოვლენას;
·           მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
·           ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
·           იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
·           იყენებს ხშირად გამოყენებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს;
·           იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
·           იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
·           ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
·           იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებ, მყარ შესიტყვებებ, კლიშეებ, ენობრივ კონსტრუქციებ);
·           იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებები) გამოსახატად;
·           პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებ, შედარებებ, მიმღეობებ);
·           გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
·           იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატად.

ნიმუში 2. შემაჯამებელი დავალება წერით მეტყველებაში

დავალების პირობა: მოცემული ბიოგრაფიული ცნობარის მიხედვით, დაწერე ამ მწერლის ბიოგრაფია. გამოიყენე ენობრივი კონსტრუქციები - . . . მდე . . –ით ადრე; . . . დან . . . - ის შემდეგ (მაგ. ჩაბარებიდან ორი წლის შემდეგ. . .). სიტყვების მინიმალური რაოდენობა - 100.
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი წერითი დავალებისათვის
ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს სიტყვების რაოდენობის ქვედა ზღვარს
0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (წერს მოცემულ ბიოგრაფიულ ცნობარზე დაყრდნობით;
იყენებს მითითებულ კონსტრუქციას)
0 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოსცემს ინფორმაციებს
0 - 2
აზუსტებს, როდის რა მოხდა
0 - 2
ენობრივი უნარ-ჩვევები

იყენებს დროის გამომხატველ ნასწავლ გრამატიკულ კონსტრუქციებს, ფორმებს
0 - 2
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით
0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10


სტანდარტთან შესაბამისობა
უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თავს უყრის წაკითხულ ტექსტში შესწავლილ საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით თხზავს მსგავსი სტრუქტურის ტექსტს;
·           განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
·           გასაგებად გადმოცემს შინაარს.

უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ტექსტის შედგენისას იყენებს აზრობრივი გადაბმის მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., სწორად ჩაანაცვლებს სახელებს ნაცალსახელებითა და მარტივი ზმნიზედებით);
·           სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს;
·           ამბების/ფაქტების გადმოცემისას იყენებს შესაბამისი ზმნის ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
·           იყენებს ზმნიზედებს, წინდებულებს, მყარ შესიტყვებებს მოქმედბათა, მოვლენათა დროის დასაზუსტებლად (მაგ., საღამოს, ხვალ, გუშინ, რამდენიმე საათში და სხვა);
·           იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა შორის ლოგიკური კავშირების (მაგ.მიზეზშედეგობრივი, ოპოზიციური) გამოსახატად (მაგ., თანწყობილი წინადადება, მარტივი დაქვემდებარება);
·           საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს, თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
·           სწორად იყენებს ნასწავლ სინტაქსურ მიმართებებს სიტყვებს შორის;
·           აღწერისას აზუსტებს ადგილმდებარეობას ზმნიზედების, მარტივი ენობრივი ფორმულების გამოყენებით;
·            იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
ენის ფლობის დონე და აკადემიური მოსწრება
     უხოურ ენაში მოსწავლეები ფასდებიან იმ დონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლებსაც ისინი ეუფლებიან. მაგალითად, თუ XI კლასელი იწყებს ინგლისურის სწავლას, ის იმ წელს ისწავლის სI დონის სტანდარტის მიხედვით და შეფასდება ამავე დონის სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. წლიურ ქულასთან ერთად უნდა მიეთითოს სტანდარტის ის დონე, რომლის მიხედვითაც შეფასდა მოსწავლე. შეიძლება საფეხურის დასრულებისას მიეთითოს სტანდარტის დონის შესატყვისი ევროსტანდარტის დონეც. მაგ, მოსწავლე, რომელიც სწავლობდა ფრანგულს და რუსულს X კლასამდე, ხოლო ახალი სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებით XI კლასიდან რუსულის ნაცვლად დაიწყო ინგლისურის სწავლა, საშუალო საფეხურის დასრულებისას ასე შეფასდება:
-            ფრანგული, სVI, ქულა - 9
-            რუსული სIII, ქულა - 6
-            ინგლისური სII, ქულა - 8
  დაწყებითი საფეხური - V დონე (დV)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.დ.V.1. მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი მცირე
ზომის დიალოგის გაგება.

უცხ.დ.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი).

უცხ.დ.V.3. მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი ამინდის მარტივი პროგნოზის გაგება.

უცხ.დ.V.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო   სტრატეგიების გამოყენება.



უცხ.დ.V.5. მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი (ელექტრონული) წერილის წაკითხვა და გაგება.

უცხ.დ.V.6. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ტექსტის წაკითხვა და გაგება.

უცხ.დ.V.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება (მაგ., ისტორიის, მითოლოგიის სფეროდან).

უცხ.დ.V.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

უცხ.დ.V.9. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
უცხ.დ.V.10. მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი (ელექტრონული) წერილის მარტივი ენით დაწერა.

უცხ.დ.V.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შექმნა.

ცხ.დ.V.12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.დ.V.13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.



ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
სწავლის სწავლა
უცხ.დ.V.14.
მოსწავლეს
გამომუშავებული
აქვს მეტყველები-სათვის აუცილებელი
უნარ-ჩვევები.

უცხ.დ.V.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.დ.V.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
უცხ.დ.V.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ..V.18.
მოსწავლეს
შეუძლია
საკომპენსაციო
საშუალებების
გამოყენება.

უცხ.დ.V.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.


უცხ.დ.V.20.
მოსწავლეს
შეუძლია უცხოურ
ენაზე სხვადასხვა
ტიპის პროექტის
განხორციელება
(მაგ., ზეიმის მოწყობა,
გენეალოგიური ხის
შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა).

უცხ.დ.V.21. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.V.22მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.V.23. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.დ.V.24. მოსწავ-ლეს აქვს კონსტრუქ-ციული დამოკიდე-ბულება
დაბრკოლებების
მიმართ.

უცხ.დ.V.25. მოსწავ-ლეს შეუძლია სხვადასხვა
ხერხის გამოყენება
ლექსიკური მასალის
ასათვისებლად.

უცხ.დ.V.26მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების
გამოყენება გრამატიკულ
მოვლენებში
გასარკვევად.

უცხ.დ.V.27მოსწავლეს შეუძლია< თანაკლასელებთან ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
 მიმართულება: მოსმენა
(მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიოა და აუჩქარებელი.)
უცხ.დ.V.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს (მაგ., დაბადების დღე, ახალი წელი, მაღაზიაში, ზოოპარკში);
·      ამოკრეს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (მაგ., ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
·      ამოიცნობს თანამოსაუბრეებს და მათ ემოციებს, დამოკიდებულებებს (მაგ., რისი ეშინია/არ ეშინია; რა აინტერესებთ/არ აინტერესებთ; რა მოსწონთ/არ მოსწონთ და სხვა);
·      განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (თხოვნა, მოთხოვნა, შეკითხვა, ბრძანება);
·       განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს.

უცხ.დ.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს პერსონაჟებს;
·           ამოიცნობს მათ ემოციურ დამოკიდებულებებს;
·           ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ვინ რას აკეთებს);
·           ამოიცნობს მოსაუბრეს (ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნათქვამი);
·           ამოიცნობს ამბის განვითარებას (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა);
·           განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს (მაგ., დილით, საღამოს, ზაფხულში, ტყეში, ცირკში);
·           ამოიცნობს პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
·           პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისების შესახებ (მაგ., კეთილია, ბოროტია, ძუნწია, გულადია, მშიშარაა, ზარმაცია);
·           ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას;
·           ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს.
უცხ.დ.V.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ამინდის მარტივი პროგნოზის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მისთვის ნაცნობ გეოგრაფიულ დასახელებებს;
·           ამოიცნობს ატმოსფერულ მოვლენებსა და ტემპერატურას.

მოსმენის სტრატეგიები
უცხ.დ.V.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ;
·           უშუალო მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს);
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა);
·           მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
·           უყურებს საბავშვო ტელეგადაცემებს უცხოურ ენაზე.

მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.V.5. მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი წერილის (ელექტრონული) წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ავტორს, ადრესატს (თანატოლს, უფროსს);
·           ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება);
·           ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რამდენი, როდის და სხვა).

უცხ.დ.V.6. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ტექსტში პოულობს რეპლიკებსა და მათ ავტორებს;
·           პოულობს მითითებულ ეპიზოდებს;
·           აკავშირებს მასწავლებლის მიერ მიცემული გეგმის ცალკეულ პუნქტს სათანადო მონაკვეთებთან;
·           მოიძიებს და ამოკრებს დამატებით დეტალებს (როგორი, სად, რამდენი და სხვა), რომლებიც მოსმენისას გამორჩა;
·           გეგმაზე დაყრდნობით გადმოსცემს ზოგად შინაარს.

უცხ.დ.V.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება(მაგ., ისტორიის, მითოლოგიის სფეროდან).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
·           ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
·           ამოიცნობს სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მარტივ ლოგიკურ კავშირებს.
·           ამოიცნობს პერსონაჟებსა და მათ მოქმედებებს.

უცხ.დ.V.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
·           ხმამაღლა, გამართულად უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
·           ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
·           მონაწილეობს დიალოგის, სკეტჩის გუნდურ კითხვაში.
კითხვის სტრატეგიები
უცხ.დ.V.9. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია, ნაცნობი ასოები);
·         ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნითმთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურ, რუბრიკა, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაც, სვეტ, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებ /მაგ., მსხვილი შრიფტი/ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად;
·           მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი დავალების შესრულება; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.

მიმართულება: წერა
უცხ.დ.V.10მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი (ელექტრონული) წერილის მარტივი ენით დაწერა.
·           იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს;
·           ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება-დამშვიდობების სათანადო ფორმულებს;
·           აღწერს ადამიანებს, საგნებს;
·           გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
·           სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად სვამს შეკითხვებს (მაგ., როგორი ამინდია? რომელ საათზე იძინებ?).
უცხ.დ.V.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით;
·           ასრულებს ამბავსან ცვლის მოცემულ დასასრულს საკუთარი წარმოსახვით, ილუსტრაციაზე დაყრდნობით და სხვა;
·           ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისთვის;
·           ქმნის მარტივ კომიქსს, რომლითაც გადმოსცემს მომხდარან გამოგონილ ამბავს.

უცხ.დ.V.12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულს, ზმნიზედას);
·           იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნასა და არსებით სახელს პირსა და რიცხვში);
·           შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს მითითებების მიცემისას;
·           იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში;
·           იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.

უცხ.დ.V.13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, ნიმუშ, საჭირო ენობრივ მასალა, გრამატიკულ ცნობარს და სხვა);
·           წერს შავ ვარიანტს;
·           გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს;
·           ათეთრებს ნაწერს.

მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.V.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს;
·           ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
·           ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;
·           ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაცასა და რიტმს.

უცხ.დ.V.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს/პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
·           სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობი თემების გარშემო (მაგ., არდადადეგები, საცხოვრებელი ადგილი, მეგობრები და სხვა);
·           პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს;
·           კითხულობს და ასახელებს მიზეზს (მაგ., რატომ ...? იმიტომ, რომ...);
·           მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., ინტერვიუს ჩამორთმევა, მაღაზიაში, შეხვედრა ზოოპარკში/ თანატოლთან/უფროსთან/კონკურსანტებთან).

უცხ.დ.V.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აღწერს გარემოს (ოთახს, ქუჩას, სურათს);
·           ჰყვება ამბავს ილუსტრაციებზე დაყრდნობით;
·           ჰყვება ნანახ, თავს გადამხდარ პატარა ამბავს;
·           საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., ოჯახში, ნათესავების/ მეგობრების შესახებ, თავისუფალ დროს და სხვა).

უცხ.დ.V.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
·           მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს;
·           სათანადოდ იყენებს სხვადასხვა შინაარსის (თხრობით, კითხვით, ძახილის) მქონე წინადადებებს;
·           იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
·           იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;
·           იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (ზმნის სათანადო პირსა და რიცხვს);
·           სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.

აპარაკის სტრატეგიები
უცხ.დ.V.18. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკა, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირება /აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება/ და სხვა);
·           ხვდება და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს;
·           ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისგან.
მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.დ.V.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიურ კულტურულ და სოციოკულტურულ კონტექსტებს შორის და პოულობს მსგავსება-განსხვავებებს (მაგ., ლეგენდა, კერძები, სასკოლო კალენდარი, სუვენირები, ვალუტა და სხვა);
·           გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს;
·           მოიძიებს დამატებით ცნობებს;
·           პოულობს ნასწავლი ანდაზის ანალოგიურს მშობლიურ ენაში და ადარებს გამოხატვის ფორმებს.

მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხის შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
·            გუნდის წევრებთან, მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
·            გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდში ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
·            მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
·            მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.V.21. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იწერს დავალებებს;
·           უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
·           ატარებს საჭირო ნივთებ;
·           სამუშაოს ყოფს ეტაპებად და გეგმავს, როგორი თანმიმდევრობით შეასრულოს იგი;
·           იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.

უცხ.დ.V.22მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხალისით ავსებს თვითშეფასების სქემებს;
·           ინტერესდება შეფასების შედეგებით;
·           ხალისით მონაწილეობს აქტივობებში;
·           მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ ახალი სიტყვები დაამახსოვრდეს) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
·           ხვდება და აღნიშნავს საკუთარ თუ სხვის შეცდომას.

უცხ.დ.V.23. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                      
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·           ქმნის ოპერატიულ რესურსებს (მაგ., ანბანურ/თემატურ ლექსიკონს, პლაკატს, მარტივ სქემას, კითხვარს და სხვა) და იყენებს მა;
·            მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.

უცხ.დ.V.24. მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
·           აკვირდება შეცდომას და ცდილობს გაარკვიოს მიზეზი;
·           სვამს შეკითხვებს, ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეს აწყდება;
·           არ ერიდება საკუთარი აზრის/შეხედულების გამოთქმას;
·           ცდილობს, დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები.

უცხ.დ.V.25. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
·           სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
·           ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ.

უცხ.დ.V.26მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
·           იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს;
·           ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ მოვლენებს;
·           იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს.

უცხ.დ.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ეთათბირება თანაგუნდელებს ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
·           ახერხებს თანაგუნდელებთან შეთანხმებას;
·           გამოთქვამს მოსაზრებებს, უსმენს სხვისას;
·           თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში.
საბაზო და საშუალო საფეხური - III დონე (ს.III)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა

წერა
უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.

უცხ.ს.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მოკლე ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები.

უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.

უცხ.ს.III.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.


უცხ.ს.III.5. მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის გაგება (ოფიციალური ხასიათის   ღია ბარათი, პირადი წერილი ან მისი ელექტრონული ვერსია).

უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).

უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).

უცხ.ს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.

უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.

უცხ.ს.III.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.III.11. მოსწავლეს შეუძლია წერილის მიწერა წარმოსახვითი ან რეალური ადრესატისათვის (უცხოელი თანატოლისათვის, მეგობარისათვის და სხვა).

უცხ.ს.III.12. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (ცნობარის, ანოტაციის, დაიჯესტის და სხვა) შედგენა.

უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედეგნა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.

უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.

უცხ.ს.III.15. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას წერითი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და წერითი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.



ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
სწავლის სწავლა
უცხ..III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაშიმონაწილეობა.

უცხ..III.17. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

უცხ..III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი

უცხ..III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ..III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიასსამეტყველო ამოცანებისეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველებისუნარის გასაუმჯობესებლად.

უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.

უცხ.ს.III.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოურენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.

უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე   განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).

უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.III.25. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

უცხ.ს.III.27.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.

უცხ.ს.III.28. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.

უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: მოსმენა
(მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიოა და აუჩქარებელი).
უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს, სად და როდის მიმდინარეობს საუბარი;
·           ამოიცნობს თანამოსაუბრეებს, ინტერვიუერს, რესპონდენტს;
·           ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს;
·           ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი, რატომ და სხვა);
·           საუბრის შინაარსიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, მომავალი გეგმების, ინტერესებისა და მათ შორის არსებული ურთიერთობის (მაგ., მეგობრული, კონფლიქტური, დიდი ხნის ნაცნობები, ახლადგაცნობილები და სხვა) შესახებ;
·           ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვა, თხოვნა, მოთხოვნას და სხვა).

უცხ.ს.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მოკლე ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს განცხადების თემას (მაგ., დაკარგული ნივთი, ღონისძიება, მგზავრობა და სხვა);
·           ამოიცნობს მიზანს (მაგ., რეკლამას, გაფრთხილება, ინფორმირებას და სხვა);
·           ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი შეტყობინება, განცხადება);
·           ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., დაკარგული ნივთის მახასიათებლებ, სურსათის ფას, გამგზავრების დრო, უსაფრთხოების წესებს და სხვა).

უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს გადაცემის ტიპს (მაგ., ამინდის პროგნოზ, დაიჯესტ, სპორტის/კულტურის სიახლეებს და სხვა);
·           ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს (მაგ., დაჯილდოება, გატაცება, კინოფესტივალს და სხვა);
·           ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა).
მოსმენის სტრატეგიები
უცხ.ს.III.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის გასაგებად იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრ, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაურ, ლოგიკურ მახვილებ, ილუსტრაცია, სქემას და სხვა);
·           ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე (საკომუნიკაციო სიტუაციაზე, კონტექსტზე, ნაცნობ ენობრივ კონსტრუქციებზე) დაყრდნობით;
·           ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
·           აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
·           ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური;
·           მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის ამოსაკრეად;
·           უყურებს და უსმენს ისთვის საინტერესო ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს უცხოურ ენაზე.

მიმართულება: კითხვა

უცხ.ს.III.5. მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის (ოფიციალური ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილის, ან მისი ელექტრონული ვერსიის) გაგება.

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს ავტორს, ადრესატს, მათ მისამართებს, გაგზავნის თარიღს;
·           ასახელებს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., მილოცვა, მოწვევა, მადლობის გადახდა, შეთავაზება, შთაბეჭდილებების გაზიარება, ახსნა-განმარტება და სხვა);
·           ამოიცნობს სიტუაციას/კონტექსტს, რომელშიც დაიწერა წერილი; ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი, როგორი, რატომ, ვისთვის და სხვა);
·           ამოიცნობს რესპონდენტის დამოკიდებულებას, განწყობილებას;
·           ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები ავტორისა თუ ადრესატის შესახებ.

უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·           ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
·           აკავშირებს ერთმეთთან სხვადასხვა სახის ინფორმაციას და გამოაქვს დასკვნა;
·           განსაზღვარავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
·           მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან;
·           ამოიცნობს ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს;
·           აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას პირად გამოცდილებასთან.

უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ზოგად შინაარსს;
·           სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
·           ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს, ავტორს;
·           ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას;
·           ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, როგორი, როგორ, რატომ და სხვა);
·           ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
·           ახასიათებს პერსონაჟებს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
·           ამოიცნობს მთხრობელის/პერსონაჟის განწყობილებებს, ემოციებს, დამოკიდებულებას.

უცხ.ს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე სახის ტექსტებს (მაგ., შემეცნებითი ხასიათის ორ ტექსტ) და მშობლიურ ენაზე მსჯელობს, რომლის სტრუქტურა უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას და რატომ;
·            ამოიცნობს მოქმედებათა სიხშირისა და ხანგრძლივობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, ზმნის სათანადო ფორმა);
·            ამოიცნობს ადგილმდებარეობის, მიმართულების, მანძილის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;
·           ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრულობის (წინმსწრები და მერმინდელი მოქმედების) გამომხატველ მარტივ ენობრივ კონსტრუქციებს;
·            ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მაგ., მიზეზი, შედეგი, ოპოზიციის) გამომხატველ მარტივ ენობრივ სტრუქტურებს.

უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღი კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომლის წაკითხვაც სურს აუდიტორიის წინაშე;
·           წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
·           შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს;
·           ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·           სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;
·           კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
·           მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.

კითხვის სტრატეგიები

უცხ.ს.III.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
·           იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
·           იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა;
·           დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძის, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვების და სხვა) დახმარებით;
·           სხვადასხვა ელემენტის მოშველიებით (სათაური, აბზაცების დასაწყისი, საკვანძო სიტყვები, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები) გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა;
·           ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური.

 მიმართულება: წერა
უცხ.ს.III.11. მოსწავლეს შეუძლია წერილის მიწერა წარმოსახვითიან რეალური ადრესატისათვის (მაგ., უცხოელი თანატოლისათვის, მეგობარისათვის და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულები, თემა, ხელმოწერა, მისამართ, თარიღი);
·           წარადგენს საკუთარ თავს, ოჯახს;
·           მიუთითებს საკუთარი რეგიონის/ქალაქის/სოფლის ადგილმდებარეობას;
·           აღწერს, რითი არის დაკავებული, როგორ ატარებს თავისუფალ დროს;
·           გადმოცემს ყოველდღიურ ცხორვებასთან დაკავშირებულ ამბებს;
·           ახასიათებს თავის მეგობრებს;
·           ადრესატს უსვამს კითხვებს მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხის მისაღებად;
·           ეპატიჟება და უხსნის, თუ რას გააკეთებენ, როგორ გაატარებენ დროს ჩამოსვლის შემთხვევაში.

უცხ.ს.III.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (მაგ. ცნობარი, ანოტაცია, დაიჯესტი და სხვა) შედგენა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თავს უყრის საჭირო ინფორმაციას, ილუსტრაციებს;
·           განსაზღვრავს ინფორმაციის ორგანიზების წესს;
·           თხზავს ტექსტს;
·           ასათაურებს;
·           აფორმებს ილუსტრაციებით.

უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თავს უყრის წაკითხულ ტექსტში შესწავლილ საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით თხზავს მსგავსი სტრუქტურის ტექსტს;
·           განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
·           გასაგებად გადმოცემს შინაარს.

უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ტექსტის შედგენისას იყენებს აზრობრივი გადაბმის მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., სწორად ჩაანაცვლებს სახელებს ნაცალსახელებითა და მარტივი ზმნიზედებით);
·           სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს;
·           ამბების/ფაქტების გადმოცემისას იყენებს შესაბამისი ზმნის ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
·           იყენებს ზმნიზედებს, წინდებულებს, მყარ შესიტყვებებს მოქმედბათა, მოვლენათა დროის დასაზუსტებლად (მაგ., საღამოს, ხვალ, გუშინ, რამდენიმე საათში და სხვა);
·           იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა შორის ლოგიკური კავშირების (მაგ.მიზეზშედეგობრივი, ოპოზიციური) გამოსახატად (მაგ., თანწყობილი წინადადება, მარტივი დაქვემდებარება);
·           საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს, თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
·           სწორად იყენებს ნასწავლ სინტაქსურ მიმართებებს სიტყვებს შორის;
·           აღწერისას აზუსტებს ადგილმდებარეობას ზმნიზედების, მარტივი ენობრივი ფორმულების გამოყენებით;
·            იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.

წერის სტრატეგიები
უცხ.ს.III.15. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას წერითი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და წერითი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, ნიმუშ, გრამატიკულ ცნობარს და სხვა);
·           ჩამოწერს იდეებს, გადაარჩევს, გადაახარისხებს და ადგენს ტექსტის გეგმას;
·           მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
·           წერს შავ ვარიანტს;
·           სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს.

მიმართულება: ლაპარაკი
დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
·           ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას;
·           წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მის განმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
·           წინასწარი მომზადების საფუძველზე აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი მსახიობი ურჩევნია და რატომ, სად ურჩევნია წასვლა და რატომ და სხვა);
·           მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით;
·           პასუხობს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს.

უცხ.ს.III.17. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            წინასწარი მომზადების საფუძველზე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს (მაგ., ტელეფონით ინფორმაციის მოპოვება კინოსეანსების განრიგის შესახებ, დაგვიანების გამო თავის გამართლება და სხვა).

მონოლოგური მეტყველება
უცხ.ს.III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           წინასწარი მომზადების საფუძველზე მარტივი ენით საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (თავისუფალი დრო, მოდა და სხვა);
·           წინასწარი მომზადების საფუძველზე მარტივი ენით ჰყვება თავს გადამხდარ, გაგონილ, წაკითხულ ამბავს;
·           საკვანძო სიტყვებსა და ენობრივ კონსტრუქციებზე დაყრდნობით გადმოცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს.

უცხ.ს.III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
·           ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმებს;
·           იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
·           თავისუფლად იყენებს მარტივი და თანწყობილი წინადადებების სტრუქტურებს;
·           იყენებს ხშირად ხმარებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს;
·           იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
·           ამბების გადმოცემისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
·           იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ზმნებს, სიტყვათშეხამებებს (მომწონს, არ მომწონს, მირჩევნია, ჩემი აზრით);
·           იყენებს ემოციების (სიხარულის, გაკვირვების, სინანულის და სხვა) გამომხატველ ლექსიკურ ერთეულებს, ხშირად ხმარებულ ენობრივ ფორმულებს;
·           გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას.

ლაპარაკის სტრატეგიები
უცხ.ს.III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
·           აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
·           გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
·           სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება/ და სხვა).

მიმართულება: კულტურათა დიალოგი

უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სახელმწიფო სიმბოლოებს (დროშა, გერბი, ჰიმნი და სხვა);
·           ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ. სამიზნე ქვეყნების დედაქალაქები, გერმანიის გაერთიანების დღე, ბასტილიის აღების დღე და სხვა);
·           ამოიცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ.ბრანდენბურგის კარიბჭე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ბიგ ბენი, ოსტანკინოს ანძა და სხვა);
·           ამოიცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ. ვოლფგანგ გოეთე, შარლ დე გოლი, დედოფალი ელისაბედ მეორე, ალექსანდრე პუშკინი), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროებს, ეპოქას, დამსახურებას;
·           ასახელებს დღესასწაულებსა და ზეიმებს.

უცხ.ს.III.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს საზოგადოებაში ქცევის წესებს, ეტიკეტს და იცავს მას სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას;
·            ამოიცნობს ტრადიციებს, ადათებს, ზნე-ჩვეულებებს და ადარებს მშობლიურთან, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
·           კორექტულად· გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე მსჯელობისას.

მიმართულება:უცხოური ენის პარაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
·           მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·           ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·           შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·           განახორციელებს პროექტს;
·           გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

მიმართულება: სწავლის სწავლა

უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
·           გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
·           განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
·           განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების შესასრულებლად;
·           განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
·           განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.

უცხ.ს.III.25. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას;
·           მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებთუ როგორ მიდგომებს გამოიყენებს ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
·           სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების წამოჭრისას ცვლილებები შეაქვს სტრატეგიებში;
·           საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
·           სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
·           მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
·           თანახმაა განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
·           ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში;
·           აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
·           მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელიან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
·           აკვირდება შედეგებს და აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
·           აანალიზებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს მათი შემდგომში გათვალისწინების მიზნით;
·           ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ., სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა);
·           ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს;
·           ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
·           საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს.

უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                      
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, სტრუქტურული ნიმუშებ, გრამატიკულ ცნობარ, ილუსტრაციებს და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკში, მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
·           იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელბლად.

უცხ.ს.III.27. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
·           ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს;
·            იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა).

უცხ.ს.III.28. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
·                     იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;
·                     ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ
 სტრუქტურებს/კანონზომიერებებს;
·                     იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს, სტრუქტურულ მოდელებს.

უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·            ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·            მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად;
·            მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·            უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·            ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·            საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილს/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
·            აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·            კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
·           მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.

საბაზო და საშუალო საფეხური - Iდონე (ს.IV)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.ს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ)ყოველდღიურ თემებზე.

უცხ.ს.IV.2. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები.

უცხ.ს.IV.3. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო გადაცემა, რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.

უცხ.ს.IV.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

უცხ.ს.IV.5. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მრავალსაფეხურიანი ინსტრუქცია (კომპლექსური დავალების ინსტრუქცია, რჩევა-დარიგება, თამაშის წესები, რეკომენდაციები და სხვა).

უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ანოტაცია, ცნობარი და სხვა).

უცხ.ს.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა (ან ნაწყვეტი მოთხრობიდან).

უცხ.ს.IV.8. მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.IV.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.

უცხ.ს.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღი კითხვა.

უცხ.ს.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.IV.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტებს წერრომლებშიც დეტალურად აღწერს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., პირადი წერილი, დღიური).
წერს წერილს უცხოელ თანატოლს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას).
წერს პირად წერილებს ახლობელს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას).
გ) წერს დღიურს.

უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.

უცხ.ს.IV.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.

უცხ.ს.IV.15. მოსწავლეს შეუძლია შედეგის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს წერის ეფექტური სტრატეგიები წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).



ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
სწავლის სწავლა
უცხ..IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ..IV.17მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციოსიტუაციისთვის თავის გართმევა.

უცხ..IV.18მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.

უცხ..IV.19მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ..IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვასტრატეგიას სამეტყველოამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.

უცხ.ს.IV.22. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების სოციოკულტურის რეალიებს.

უცხ.ს.IV.23.
მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან,
მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა).

უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.IV.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს   შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

1 comment:

  1. ყოჩაღ,რა კარგად არის შედგენილი

    ReplyDelete