|
საგანი
|
ინგლისური ენა
|
|
მასწავლებელი
|
თეონა კაკალაძე
|
|
სწავლების საფეხური / კლასი
|
საშუალო/ VIII კლასი
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9, სსსმ მოსწავლე არ არის
|
|
გაკვეთილის თემა
|
Some
Environmental problems (გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები).
|
|
გაკვეთილის ტიპი
|
გამჭოლი კომპეტენცია,
ეკოლოგიური წიგნიერება
|
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ გამჭოლი კომპეტენცია, კერძოდ ეკოლოგიური
წიგნიერება, გაკვეთილის შედეგად მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებენ რეალურ
ცხოვრებაში
|
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
|
·
ეკოლოგიური პრობლემების ინფორმაციის გაცნობით მოსწავლეები
განიმტიკცებენ პირობითი წინადადებების ფორმებს
·
მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიაზრებენ ტექსტს, შეძლებენ
საუბარს ტექსტში განხილულ გარემო პრობლემების შესახებ
· მოსწავლეები გაიგებენ ვიდეო რგოლის ჩვენებისას მოსმენილ ინფორმაციას
და გამოიყენებენ ჯგუფურ მუშაობაში
· მოსწავლეები
ჯგუფური მუშაობისას განიხილავენ თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ გარემოს საკუთარ
ქალაქში შემდეგ კი მოახდენენ მის
პრეზენტაციას.
|
|
ე.ს.გ–ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები (ინდიკატორები)
|
უცხ.ს.IV.3. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო გადაცემა, რეპორტაჟი ტურისტული
მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ და სხვა) ნაცნობ
თემატიკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს
ძირითად თემას/საკითხებს;
· ამოკრებს
კონკრეტულ ინფორმაციას
უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ.,
მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან,
ცნობარი და სხვა).
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·
ტექსტს ჰყოფს შინაარსობრივ
ნაწილებად;
·
ამოკრებს ინფორმაციას
დიფერენცირებულად და აჯგუფებს სხვადასხვა ნიშნით;
უცხ.ს.IV.13.
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის
უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აყალიბებს საკუთარ
დამოკიდებულებას და განმარტავს მას;
·
აღწერს ნანახით, წაკითხულით მიღებულ შთაბეჭდილებებს;
უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს
შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
· გადმოსცემს
მოსმენილი/წაკითხული ტექსტის შინაარსს;
· მკაფიოდ და
გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.IV.29.
მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა
თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·
მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს
თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·
ისმენს
სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·
ცდილობს
თავისი
წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
|
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები ფლობენ გარემოს თემატიკასთან დაკავშირებულ ლექსიკას,
ასევე იცნობენ და იყენებენ პირობითი წინადადებების ფორმებს.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
|
A ფაზა ,,გამოწვევა“
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკთხები,
მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა
(იხ.დანართი 1)
დრო: 2წთ
კლასის
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის
მიზანი: კლასის მომზადება საგაკვეთილო პროცესისათვის.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი აღრიცხავს მოსწავლეთა სწრებადობას, გააცნობს მათ
გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას.
აქტივობა 2. გონებრივი იერიში
დრო: 3 წთ
კლასის
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ გონებრივი რუკის დახმარებით მოახდინონ საგაკვეთილო თემაზე მობილიზებას,
ცოდნის გააქტიურებას, კომუნიკაციასა და საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების
განვითარებას.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
შეადგინონ გონებრივი რუკა (Mind Map)
სიტყვაზე environmental problems. მოსწავლეები ასახელებენ
სხვადასხვა სახის გარემოს პრობლემებს, იდეების გენერირების შედეგად მიღებულ
პასუხებს მასწავლებელი ინიშნავს დაფაზე.
B ფაზა ,,შინაარსის რეალიზება“
აქტივობა 3. მოსწავლეები შეძლებენ პირობითი წინადადებების
შევსებას და მათი მიხედვით სურათების აღწერას.
დრო: 8 წთ
კლასის
ორგანიზების ფორმა: წყვილებში მუშაობა
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ სწორად შეავსონ პირობითი
წინადადებები გარემოს დაცვის თემატიკაზე და გამოიყენონ პოსტერზე ნაჩვენები
სურათების ასაღწერად.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს
წყვილში ურიგებს პირობით წინადადებებს გამოტოვებული ზმნებით(თითო წყვილს სამი
წინადადება) და სთხოვს მათ შეავსონ წინადადებები მოცემული ზმნების სწორი
ფორმებით, (იხ. დანართი 2). ამის შემდეგ უნდა ამოარჩიონ ის წინადადებები
რომლებიც აღწერენ პოსტერზე ნაჩვენებ სურათებს, დაწერონ პატარა ფურცლებზე და
მიაკრან შესაბამის სურათს
აქტივობა 4. ტექსტის კითხვა გაგრძელებით
და გააზრება
დრო: 10 წთ
კლასის
ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური,
მთელი კლასი
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ წაიკითხონ და გაიგონ ტექსტი, უპასუხონ მასწავლებლის
შეკითხვებს, ისაუბრებენ ტექსტში განხილული გარემოს პრობლემების
შესახებ. განუვითარდებათ წაკითხულის
გააზრებისა და არგუმენტირების უნარი-ჩვევები.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს
ურიგებს ტექსტს წასაკითხად (იხ.დანართი 3). ტექსტის კითხვისას გაუგებარი სიტყვის
არსებობის შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება ექსპლიციტური მეთოდით,
კონტექსტის დახმარებით ან სინონიმის/ანტონიმის მეშვეობით. ტექსტის წაკითხვის
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგ შეკითხვებს რათა უკეთ გაიაზრონ
და შეაჯამონ ტექსტი:
· 1. What is the text about? (რის
შესახებაა ტექსტი?
· 2. Why are the forests good for the
environment? What is happening to them? (რატომაა ტყეები კარგი გარემოსათვის და
რა ემართებათ მათ?)
· 3.
How does recycling help the
environment? (როგორ ეხმარება გადამუშავება გარემოს?)
· 4. What are the reasons of global
warming?(რა არის გლობალური დათბობის მიზეზები?)
· 5.
How often do you leave rubbish in the bins? (რამდენად ხშირად ყრით
ნაგავს სანაგვე ყუთში?)
აქტივობა 5. ვიდეო რგოლის ჩვენება და
ანალიზი
დრო: 6
წთ
კლასის
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ვიდეო რგოლის ნახვის შემდეგ
გააცნობიერონ გარემოს პრობლემები,
გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები,
ისაუბრონ მის შესახებ. მოემზადონ ჯგუფური მუშაობისათვის.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უყურებენ ვიდეო
რგოლს, იღებენ ინფორმაციას და საუბრობენ მის
შესახებ.
C ფაზა ,,რეფლექსია“
აქტივობა 6. ,,როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ გარემოს ჩვენს ქალაქში“
დრო: 5
წთ
კლასის
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობას,
განუვითარებათ წარმოსახვითი და შემოქმედებითი
უნარები. მოსწავლეებმა შეძლებენ ჩამოაყალიბონ მოკლედ და კონკრეტულად თუ რა
ძირითადი პრობლემაა გარემოსთან დაკავშირებით ჩვენს ქალაქში, დასახონ პრობლემის
გადაჭრის გზები.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს
ყოფს ორ ჯგუფად და აძლევს ინსტრუქციებს რომელთა მიხედვითაც
მათ უნდა წარადგინონ პრეზენტაცია გარემოს
პრობლემებთან დაკავშირებით, გაკვეთილზე განხილული ტექსტისა და ვიდეო რგოლის
ჩვენებისას მიღებული ინფორმაციის დახმარებით.
აქტივობა 7. პრეზენტაცია
დრო: 4
წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მათი ჯგუფის მიერ შექმნილი ნამუშევრის წარდგენა
კლასისათვის
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს გააკეთოს მათი ჯგუფის
მიერ შექმნილი პრეზენტაცია.
აქტივობა 8. გაკვეთილის
შეჯამება
დრო: 3
წთ.
კლასის
ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მაწავლებლის დახმარებით შეაჯამონ გაკვეთილი, ისაუბრონ ჩატარებული
აქტივობების შესახებ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს
მოსწავლეებს შეაჯამონ გაკვეთილი, ისაუბრონ განხილული საკითხის და აქტივობების
შესახებ.
აქტივობა 9. შეფასება.
დრო: 2
წთ.
კლასის
ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური
აქტივობის
მიზანი: მასწავლებელმა განმსაზღვრელი შეფასებით შეაფასოს
რამოდენიმე მოსწავლე შეფასების რუბრიკის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში
მისცეს მათ რჩევები.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი
რამოდენიმე მოსწავლეს აფასებს შეფასების რუბრიკის მიხედვით.
აქტივობა 10. საშინაო დავალების
მიცემა
დრო: 2
წთ.
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი
კლასი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის დამოუკიდებლად განმტკიცებას,
საკუთარი აზრის დაფიქსირებას ეკოლოგიურ საკითხებზე.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ესეს
დასაწერად გაკვეთილის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საბოლოოდ შეჯამების
მიზნით. (Some people think that only government should take care about the
environment. Do you agree or disagree with this opinion? State your opinion
and support it with reasons and examples)
|
|
შეფასება
|
· განმავითარებელი (მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი
შეფასებით გაკვეთილის მსვლელობისას)
· განმსაზღვრელი ( მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით გაკვეთილის
ბოლოს, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით იხ.დანართი 1)
|
|
სასწავლო რესურსები
|
ტექსტი- გააზრებისათვის,
პირობითი წინადადებები შესავსებად, პოსტერი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები,
მარკერები, ფერადი ფანქრები, ფლიპჩარტი, კომპიუტერი, პროექტორი.
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი
|
ინგლისური ენა
|
მასწავლებელი
|
თეონა
კაკალაძე
|
სწავლების საფეხური / კლასი
|
საშუალო/ VIIIკლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის თემა
|
The Importance of Healthy Food (ჯანსაღი
საკვების მნიშვნელობა)
|
გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე ორინტირებული
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
მოსწავლეები მოახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას
და გადაჭრის გზების მოძიების შემდეგ მიღებულ
გამოცდილებას გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
·
მოსწავლეებს
განუვითარდებათ პრობლემის გამოვლენის და მისი გადაჭრის უნარი
·
მოსწავლეები
წაიკითხავენ და გაიაზრებენ ტექსტს, შეძლებენ
საუბარს ტექსტში განხილულ პრობლემაზე და
მისი გადაჭრის გზებზე
·
მოსწავლეები
იმსჯელებენ ჯანსაღი საკვების მნიშვნელობაზე ნასწავლი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით.
მასწავლებლის მიერ წინასწარ მოძიებული ვიდეოს ნახვის შემდეგ, ჩამოაყალიბებენ რა დადებითი/
უარყოფითი გავლენა აქვს ჯანსაღ/არაჯანსაღ საკვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე
·
სხვადასხვა
საკვების მიხედვით მისცემენ რჩევას კლასელებს should/shouldn’t მოდალური ზმნების
გამოყენებით
·
მოსწავლეები შექმნიან ჯანსაღი საკვების მენიუს, შემდეგ კი მოახდენენ
მათ პრეზენტაციას.
·
მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად მიღებულ ინფორმაციას
გამოიყენებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მოახდენენ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას
|
ე.ს.გ–ით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგები (ინდიკატორები)
|
უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი
(მაგ., ადაპტირებული
მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ზოგად შინაარსს;
·
ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს, ავტორს;
·
ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას;
·
ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, როგორი, როგორ, რატომ და სხვა);
·
ახასიათებს პერსონაჟებს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით;
უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს გადაცემის ტიპს (მაგ.,
ამინდის პროგნოზს, დაიჯესტს, სპორტის/კულტურის სიახლეებს და სხვა);
·
ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს
(მაგ.,
დაჯილდოებას, გატაცებას, კინოფესტივალს და სხვა);
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას
(ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა).
უცხ.ს.III.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (მაგ. ცნობარი, ანოტაცია,
დაიჯესტი და სხვა) შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თავს უყრის საჭირო ინფორმაციას,
ილუსტრაციებს;
·
განსაზღვრავს ინფორმაციის ორგანიზების
წესს;
·
თხზავს ტექსტს;
·
ასათაურებს;
·
აფორმებს ილუსტრაციებით.
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
·
წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან
დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მის განმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
·
მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ
საჭიროებებთან დაკავშირებით;
უცხ.ს.III.17. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარი მომზადების
საფუძველზე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ
ყოფით სიტუაციას ასახავს (მაგ., ტელეფონით
ინფორმაციის მოპოვება კინოსეანსების განრიგის შესახებ, დაგვიანების გამო თავის გამართლება
და სხვა).
უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა
შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·
ისმენს სხვების
მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·
ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები ფლობენ სათანადო ლექსიკურ და
გრამატიკულ მასალას (იციან ჯანსაღი საკვების ინგლისური შესატყვისები
(vegetables; fruit ; dairy products…ბოსტნეული; ხილი; რძის პროდუქტები…) ასევე იციან
მოდალური ზმნის should /should not -ის გამოყენება
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
|
A ფაზა ,,გამოწვევა“
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკთხები, მოსწავლეთათვის გაკვეთილის
თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა (იხ.დანართი 1)
დრო: 2 წთ
კლასის ორგანიზების
ფორმა: მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი:
კლასის მომზადება საგაკვეთილო
პროცესისათვის.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
აღრიცხავს მოსწავლეთა სწრებადობას, გააცნობს მათ გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების
რუბრიკას.
აქტივობა 2. წინარე ცოდნის გააქტიურება.
დრო: 3
წთ
კლასის ორგანიზების
ფორმა: მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ წინარე
ცოდნის გააქტიურებას, კომუნიკაციისა და საკუთარი
აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების განვითარებას.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი დაფაზე დაწერს სიტყვას საკვები (food) და სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ სხვადასხვა სახის საკვები.
B ფაზა ,,შინაარსის რეალიზება“
აქტივობა 3, ვიდეო
ფილმის ჩვენება
დრო : 6 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა : საერთო
საკლასო
აქტივობის მიზანი :
მოსწავლეები შეძლებენ მოისმინონ და გაიგონ ვიდეო ფილმში გადმოცემული ინფორმაცია და
მასზე დაყრდნობით დააჯუფონ ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები.
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი
აჩვენებს ვიდეო მასალას ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებთან დაკავშირებით და სთხოვს მოსწავლეებს
გამოთქვან თავიანთი აზრი,იდეების გენერირების შედეგად მიღებულ პასუხებს მასწავლებელი
ჩაინიშნავს დაფაზე.
აქტივობა 4. ტექსტის
კითხვა გაგრძელებით და გააზრება
დრო: 12 წთ
კლასის ორგანიზების
ფორმა: ჯგუფური მუშაობა.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა
შეძლებენ წაიკითხონ და გაიგონ ტექსტი, შეძლებენ ტექსტთან დაკავშირებული დავალების გაკეთებას, გააკეთებენ
პრეზენტაციას პროექტორით ნაჩვენებ შეკითხვებზე, ისაუბრებენ ტექსტში განხილული პრობლემის შესახებ. წაკითხულის
გააზრებისა და არგუმენტირების უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს დაყოფს ორ ჯგუფად
და დაურიგებს ტექსტს(იხ.დანართი 2), ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს აჩვენებს პროექტორით
და სთხოვს მათ უპასუხონ კითხვებს და გააკეთონ
პრეზენტაცია. ტექსტის კითხვისას გაუგებარი
სიტყვის არსებობის შემთხვევაში მასწავლებელი
დაეხმარება ექსპლიციტური მეთოდით, კონტექსტის დახმარებით ან სინონიმის/ანტონიმის
მეშვეობით. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულებენ დავალებას რომელიც
ტექსტს ახლავს( შეკითხვები სავარაუდო პასუხებით) და პასუხებს წარადგენენ პრეზენტაციასთან
ერთად.
·
What is the
·
text about? (რის შესახებაა ტექსტი?)
·
What is the main character’s
problem? (რა არის მთავარი პერსონაჟის პრობლემა?)
·
What is the reason of his problem?
(რა არის მისი
პრობლემის მიზეზი?)
·
How can he solve the problem? (როგორ
შეუძლია მას რომ გადაჭრას პრობლემა?)
·
Have you ever been in the same or
similar situation? (ყოფილხართ თუ არა ოდესმე იგივე ან მსგავს სიტუაციაში?)
აქტივობა 5.
* შავი
ყუთი,* რჩევის მიცემა should/should not მოდალური
ზმნების გამოყენებით.
დრო: 3 წთ
კლასის ორგანიზების
ფორმა: ინდივიდუალური აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ ერთმანეთისათვის რჩევის მიცემა, დაასახელონ ყუთიდან ამოღებული ნივთის სახელწოდება,განსაზღვრონ
მათ მიერ ყუთიდან ამოღებული საკვები ჯანსაღია თუ არაჯანსაღი, სწორად გამოიყენონ should/should not მოდალური
ზმნები.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელს ხელში დაიჭერს
დახურულ ყუთს, რომელშიც არის ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები. მასწავლებელი სთხოვს
რამოდენიმე მოსწავლეს ამოიღოს საკვები და
ურჩიოს კლასელებს როგორი საკვებია, უნდა მიირთვან თუ არა. რჩევის მიცემის შემდეგ
მათ მიერ ამოღებული საკვები თუ ჯანსაღია უნდა მოათავსონ მაგიდაზე დადებულ მწვანე
ფერის ფორმატზე, ხოლო თუ არაჯანსაღია წითელ
ფორმატზე, რათა უფრო ნათელი გახდეს მათ შორის სხვაობა.
C ფაზა ,,რეფლექსია“
აქტივობა 6.
რესტორნის ჯანსაღი მენიუს შექმნა.
დრო: 10
წთ
კლასის ორგანიზების
ფორმა: ჯგუფური აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის, წარმოსახვითი და შემოქმედებითი
უნარები. შეძლებენ ჯანსაღი საკვების მენიუს შექმნას.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს
დაყოფს ორ ჯგუფად და აძლევს ინსტრუქციებს რომელთა მიხედვითაც მათ უნდა შეადგინონ რესტორნის ჯანსაღი მენიუ. რესტორნის მომხმარებელთათვის.
აქტივობა
7. პრეზენტაცია
დრო:
3 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ მათი ჯგუფის მიერ შექმნილი პრეზენტაციის წარდგენა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
სთხოვს ორივე ჯგუფიდან თითო-თითო მოსწავლეს გააკეთოს მათი ჯგუფის მიერ შექმნილი მენიუს
პრეზენტაცია.
აქტივობა
8 გაკვეთილის მიზნის შეფასება მოსწავლეებთან
ერთად
დრო:
2 წთ
კლასის ორგანიზების
ფორმა: ინდივიდუალური აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
მასწავლებელთან ერთად შეაჯამონ გაკვეთილი,
ისაუბრონ გამოვლენილ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს შეაჯამონ გაკვეთილი, ისაუბრონ განხილული პრობლემის და მისი გადაჭრის
გზების შესახებ,ჯანსაღი და არაჯანსაღი კვების შედეგებზე
აქტივობა 9. შეფასება/თვითშეფასება
დრო: 3 წთ.
კლასის ორგანიზების
ფორმა: ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი:
მასწავლებელმა განმსაზღვრელი
შეფასებით შეაფასოს რამოდენიმე მოსწავლე შეფასების რუბრიკის მიხედვით, საჭიროების
შემთხვევაში მისცეს მათ რჩევები, გაიგოს მოსწავლეთა აზრი ჩატარებული გაკვეთილის შესახებ.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი რამოდენიმე მოსწავლეს აფასებს შეფასების რუბრიკის მიხედვით, ამის შემდეგ
მოსწავლეებს შესავსებად ურიგებს თვითშეფასების რუბრიკას (იხ.დანართი 3).
აქტივობა
10. საშინაო დავალების მიცემა
დრო: 1 წთ.
კლასის ორგანიზების
ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის მიზანი:
ცოდნის დამოუკიდებლად განმტკიცება, საკუთარი აზრის დაფიქსირება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს ესეს დასაწერად გაკვეთილის
განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საბოლოოდ შეჯამების მიზნით. (Some people think that eating healthy food
is not very important in our life. Do you agree or disagree with this
opinion? State your opinion and support it with reasons and examples).
|
შეფასება
|
·
განმავითარებელი (მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი
შეფასებით გაკვეთილის მსვლელობისას)
·
განმსაზღვრელი ( მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი
შეფასებით გაკვეთილის ბოლოს, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით იხ.დანართი
1)
|
სასწავლო რესურსები
|
ტექსტი-
გააზრებისათვის, რეალიები (სხვადასხვა სახის საკვები: ჯანსაღი და არაჯანსაღი),კვების
პირამიდის პოსტერი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები,
კომპიუტერი, პროექტორი.
|
დანართი 1
აქტივობა
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
კითხვებზე პასუხის გაცემა
|
ვერ პასუხობს შეკითხვებს
|
უჭირს დამოუკიდებლად პასუხის გაცემა
|
ნაწილობრივ პასუხობს
დამოუკიდებ ლად
|
კითხვებს პასუხობს მაგრამ ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
|
პასუხობს შეკითხვებს პასუხი ყოველთვის სწორია
|
|
ტექსტის კითხვა და გააზრება
|
ვერ კითხულობს და ვერ იაზრებს ტექსტს
|
უჭირს ტექსტის კითხვა და გააზრება, უჭირს დავალებების გაკეთება
|
საშუალოდ შეუძლია
ტექსტის
წაკითხვა და გააზრება, ნაწილობრივ ასრულებს
ტექსტთან
დაკავშირე ბული
დავალებებს
|
კითხულობს და იაზრებს ტექსტს, აკეთებს ტექსტთან დაკავშირებულ
დავალებებს თუმცა უშვებს მინიმალურ შეცდომებს
|
კარგად კითხულობს და იაზრებს ტექსტს, წარმატებით აკეთებს
ტექსტთან დაკავშირებულ დავალებებს
|
|
რჩევის მიცემა კლასელები სათვის
|
ვერ აძლევს რჩევას კლასელებს
|
უჭირს კლასელები სათვის რჩევის მიცემა
|
საშუალოდ შეუძლია კლასელებისათვის რჩევის მიცემა, უშვებს შეცდომებს და
ზოგჯერ აზრი გაუგებარია
|
შეუძლია რჩევის მიცემა კლასელებისათ ვის, თუმცა უშვებს
მინიმალურ შეცდომებს
|
სწორად აძლევს რჩევას კლასელებს, არ უშვებს შეცდომას
|
|
ჯგუფური მუშაობა
|
არაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში,
არ უსმენს ჯგუფის წევრებს,
|
პასიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში,
|
იშვიათად ერთვება
ჯგუფის
მუშაობაში
|
უსმენს ჯგუფის წევრებს, მაგრამ ნაკელბად ერთვება დასახული მიზნის
მისაღწევ სამუშაოში
|
აქტიურად არის ჩართული ჯგუფის წევრებთან ერთად დასახული მიზნის
მისაღწევ სამუშაოში
|
|
პრეზენტაცია
|
ვერ ახდენს ჯგუფის მიერ დამზადებული რესურსის პრეზენტაციას
|
უჭირს პრეზენტაციის გაკეთება, კონტაქტის დამყარება აუდიტორიასთან
|
ცდილობს რესურსის პრეზენტაციას, აუდიტორიასთან კონტაქტის
დამყარებას, საუბრისას უშვებს შეცდომებს,ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
აკეთებს რესურსის პრეზენტაციას, ფლობს აუდიტორიასთან კონტაქტს
(იყენებს მიმიკას,ჟესტიკულაციას,ინტონაციას)საუბრისას უშვებს შეცდომებს, თუმცა
აზრი გასაგებია, იცავს დროის ლიმიტს
|
კარგად ახდენს რესურსის პრეზენტაციას, ფლობს აუდიტორიასთან
კონტაქტს (იყენებს მიმიკას,ჟესტიკულაციას,ინტონაციას)საუბრობს გამართულად,
არუშვებს შეცდომებს, იცავს დროის ლიმიტს
|
დანართი 2
Ethan loved eating chicken nuggets, pizza, fries,
and burgers. To drink, he always liked milk shakes, cola, or sugary drinks. The
sweeter it was, the more he liked it.
“You can’t keep eating this stuff!” Ethan’s mom
complained.
“Why? It tastes so good.”
His mother frowned and crossed her arms. “You eat
too much sugar.”
“Yum! Sugar.” Ethan smiled happily.
“Look at what you’re eating for breakfast.”
Ethan looked at the food in front of him. It
looked good to him. “I’m having Juice, super rainbow sugar sprinkle krispies,
and a donut.” He smiled and took a bite of his glazed, jelly-filled
donut. He chewed and then stopped when his teeth began to ache.
“Ethan, you’re going to have to go to the dentist
if you’re getting cavities.”
“No, I’m not!” Ethan denied it. He took another bite
to prove he was fine. His teeth really ached, though.
“See?” His mother sighed.
“Why do all the delicious things have to be bad for
me? I can’t eat broccoli forever. I’m not a rabbit.”
“I know, but you don’t get all the vitamins and
minerals you need from the stuff you like to eat. All that food is sugar and
fat. You need good food for healthy teeth, eyes, and even your brain!” His
mother explained. “If you can’t start making healthy choices more often, I
won’t buy any junk food or sweets to keep in the house for snacks.”
“That’s not fair!” Ethan whined.
Whining didn’t work with mother. It made her more
serious. “Snacks are supposed to be occasional treats, not your regular meals.
I should have bought more healthy breakfast foods for you. Tomorrow you will
have eggs, toast without jam, bacon, some fresh fruit, and a glass of milk.”
“That doesn’t sound too bad.”
“I’m not going to put all these sweets in your
lunch anymore, either. You will get yogurt, raisins, or fresh fruit for your
dessert in your lunch, okay?”
Ethan didn’t want to agree, but his mom’s
suggestion wasn’t really that bad. Maybe his teeth wouldn’t hurt so much
anymore, either. He really didn’t like trips to the dentist.
Use
the information in the story to answer the questions below.
1. What kind of food does Ethan like to
eat?
A. Healthy
food B. Only
meat C. Sweet
food D. Organic food
2. Why do Ethan’s teeth
hurt?
A. He’s getting
cavities.
C. He just went to the dentist.
B. He’s chewing too
much.
D. None of the above
3. Which is NOT a reason why Ethan’s mom wants him
to eat healthy?
A. Healthy foods have
vitamins. C. Healthy foods help his body
B. Healthy foods
won’t hurt his teeth.
D. Healthy foods taste bad.
4. Why does Ethan think he won’t mind breakfast
tomorrow?
A. He gets to eat the same sweet
stuff still.
B. He gets to go to a restaurant
for breakfast.
C. He gets to eat ice cream
for breakfast.
D. The food he gets to eat
tomorrow sounds delicious.
5. What is another benefit for Ethan of eating
healthy?
A. He won’t have to see the
dentist so often.
B. He will get
fat.
C. He will not like the
food.
D. He will be sad, because
he can’t eat delicious food.
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
N
|
კრიტერიუმები / ქულები
|
1
|
2
|
3
|
1
|
გაკვეთილის დაწყებამ გამოიწვია ჩემი დაინტერესება
|
|||
2
|
გაკვეთილზე მასწავლებელს ყურადღებით ვუსმენდი
|
|||
3
|
ჩემთვის ნათელი და გასაგები იყო მასწავლებლის მიერ მოცემული ინსტრუქციები
|
|||
4
|
მასწავლებელს საინტერესო აქტივობები ჰქონდა შერჩეული გაკვეთილისათვის
|
|||
5
|
აქტიურად ვიყავი ჩართული საგაკვეთილო პროცესში
|
|||
6
|
ჯგუფური მუშაობისას ვიყავი აქტიური და წვლილი შევიტანე ჯგუფისთვის მიცემული დავალების შესრულებაში
|
რეფლექსია ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე
საგანი: ინგლისური ენა
კლასი: VIII
უფროსი მასწავლებელი: თეონა კაკალაძე
დრო: 45 წთ
გაკვეთილის თემა: The
Importance of Healthy Food (ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა)
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის, ,,ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა“ , ჩატარება გადავწყვიტე მარტივი მიზეზის გამო, ვფიქრობ, რომ დღევანდელ ცხოვრებაში საკმაოდ პრობლემურ თემად ითვლება თუ როგორ იკვებება საზოგადოება. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე აღნიშნულ საკითხზე გამემახვილებინა ყურადღება მოსწავლეებთან ერთად, რათა თავად მოსწავლეებსაც და გაკვეთილზე დამსწრე საზოგადოებასაც უკეთ გაეგოთ ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა.
გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი დავრჩი. ერთი მხრივ მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი, მეორე მხრივ დაგეგმილმა აქტივობებმა და საგაკვეთილო რესურსებმა სათანადოდ იმუშავა. გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა, მოდიფიცირება არ დამჭირვებია. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ დასახული მიზნები მიღწეულია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
მინდა ვისაუბრო გაკვეთილის მიმდინარეობაზე და გამოვყო ძლიერი და სუსტი მხარეები: თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა.მოსწავლეები თავიდანვე აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. გონებრივმა იერიშმა გამოიწვია მათი მობილიზება და მოტივირება. გაკვეთილზე განხილული ტექსტის მეშვეობით მოსწავლეებმა დაინახეს ერთი მოზარდის პრობლემა, რომელიც გამოწვეული იყო არაჯანსაღი საკვების მიღებით. საინტერესოდ იმსჯელეს ტექსტში განხილულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე. ჩემ მიერ დასმულმა შეკითხვამ: ოდესმე ყოფილხართ თუ არა იგივე ან მსგავს სიტუაციაში, მოსწავლეებს საშუალება მისცა ტექსტში განხილული პრობლემა დაეკავშირებინათ პირად ცხოვრებასთან და გამოცდილებასთან. ვეცადე, რომ შემდეგი აქტივობა სახალისო და ამავე დროს მიზანმიმართული ყოფილიყო. ამისათვის დახურულ ყუთში მოვათავსე ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები, მოსწავლეებმა ამოიღეს თითო საკვები და should/shouldn’t მოდალური ზმნების გამოყენებით რჩევა მისცეს კლასელებს მათ მიერ ამოღებული საკვები უნდა მიიღონ თუ არა და როგორია ის ჯანმრთელობისათვის,რჩევის მიცემის შემდეგ მათ ხელთ არსებული საკვები დაალაგეს წითელ და მწვანე ფორმატზე რათა სხვაობა უფრო ნათელი ყოფილიყო ( არაჯანსაღი საკვები წითელ ფორმატზე, ჯანსაღი კი მწვანეზე). მოსწავლეები საქმიანად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში, გამოავლინეს შემოქმედებითი და თანამშრომლობის უნარი, ადგილზე შექმნეს საგაკვეთილო რესურსები, კერძოდ ჯანსაღი საკვების მენიუ რესტორნისათვის, შემდეგ კი მოახდინეს მათი პრეზენტაცია. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის შეჯამება. რაც შეეხება შეფასებას, მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებისას გავაცანი გაკვეთილის თემასთან და მიზნებთან ერთად. განმავითარებელ შეფასებას კი ვაძლევდი გაკვეთილის მსვლელობისას.გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივეცი ესე (Some people think that eating healthy food
is not very important in our life.Do you agree or disagree with this opinion?
State your opinion and support it with reasons and examples). მომდევნო გაკვეთილზე შევამოწმე მათი ნამუშევარი და დავინახე რომ მათ კარგად ჰქონდათ განხილული კვებასთან დაკავშირებული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.
გავაანალიზე რა ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი, ვთვლი,რომ მცირედი ხარვეზები გამოვლინდა. კერძოდ, მე-6 აქტივობის განსახორციელებლად საჭირო გახდა პრეზენტაციისათვის განკუთვნილი დროის
შეკვეცა, აქედან გამომდინარე შემდგომში გაკვეთილის
დაგეგმვისას გავითვალისწინებ დროის განაწილების საკითხს.
მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას, ცხადია გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა,
ამრიგად, ჩატარებულმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში პრობლემის გამოვლენას და მისი გადაჭრის გზების მოძიების უნარის განვითარებას, გაკვეთილის შედეგად მიღებული ინფორმაცია დაეხმარებათ მათ იკვებონ ჯანსაღად და მოახდინონ ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დასახული მიზნების და შედეგების რეალიზება დაგეგმილი აქტივობების, გამოყენებული მეთოდების და საგაკვეთილო რესურსების მეშვეობით. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
მასწავლებელი- თეონა კაკალაძე




siamovnebiT gaviziareb
ReplyDelete