შეფასების რუბრიკები



შეფასების რუბრიკები



ახელწოდება: ბიოგრაფიის პრეზენტაციის რუბრიკა - საბაზო საფეხურის კლასები
აღწერა: მოსწავლისათვის გასაგებ ენაზე შემუშავებული რუბრიკა გამოიყენება საბაზო საფეხურის კლასების მოსწავლეების მიერ ბიოგრაფიის პრეზენტაციის თვითშეფასებისათვის.
ძირითადი სიტყვები: ნაბეჭდი პუბლიკაცია, ისტორია, კვლევა
ინსტრუქცია: გამოიყენეთ რუბრიკა ბიოგრაფიის პრეზენტაციაზე მუშაობის დროს.
კატეგორია
კლასი : 6-8
საგანი
შეფასების ტიპი : ელექტრონული პუბლიკაციები
4
3
2
1
თემა
ჩემს ბიოგრაფიაში წარმოდგენილია თემა, რომელიც ასახავს უნიკალურ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ პიროვნების შესახებ, რომლის შესახებაც ვწერ.
ჩემს ბიოგრაფიაში არის მცდელობა, რომ იყოს თემა, მაგრამ ძირითადად ერთ საკითხს ეხება.
ჩემს ბიოგრაფიაში თემის ნაცვლად მოცემულია საკითხი.
ჩემი ბიოგრაფია მრავალ სხვადასხვა საკითხს ეხება.
შემუშავება
ჩემი ბიოგრაფია მოიცავს მრავალ რელევანტურ და კონკრეტულ დეტალს.
ჩემი ბიოგრაფია მოიცავს რელევანტურ და კონკრეტულ დეტალებს.
ჩემი ბიოგრაფია მოიცავს რამდენიმე რელევანტურ და კონკრეტულ დეტალს.
ჩემს ბიოგრაფიაში ძალიან ცოტა კონკრეტული დეტალია მოცემული.
ინტერპრეტირება
მე ვიყენებ ჩემს პირად გამოცდილებას, ღირებულებებს და ცოდნას, რათა ჩამოვაყალიბო ჩემი ბიოგრაფიის თემასთან რელევანტური და გონივრული დასკვნები.
მე ვიყენებ ჩემს პირად გამოცდილებას, ღირებულებებს და ცოდნას, რათა ჩამოვაყალიბო რამდენიმე დასკვნა არჩეული პიროვნების ცხოვრების ფაქტების შესახებ.
მე ვცდილობ დასკვნების გამოტანას პიროვნების ცხოვრების შესახებ, თუმცა ძირითადად ცნობილი ფაქტები და დასკვნები შემაქვს.
ჩემს ბიოგრაფიაში მხოლოდ ცნობილი ფაქტებია.
კვლევის წყარო
ჩემი ბიოგრაფიისათვის მე ვიღებ ინფორმაციას მრავალი სხვადასხვა პირველადი და მეორადი წყაროდან.
ჩემი ბიოგრაფიისათვის ინფორმაციას მინიმუმ სამი სანდო წყაროდან ვიღებ.
ჩემი ბიოგრაფიისათვის ინფორმაციას ორი ან ნაკლები წყაროდან ვიღებ, და ჩემი წყაროების უმეტესობის სანდოობა საეჭვოა.
მე მხოლოდ ერთი წყაროდან ვიღებ ინფორმაციას
ან
ყველა ჩემი წყაროს სანდოობა საეჭვოა.
წყაროს ციტირება
მე ჩემს ყველა წყაროს სწორად მივუთითებ, ციტირებისა და პერეფრაზის ჩათვლით.
მე ჩემს ყველა წყაროს სწორად მივუთითებ ციტირებისა და პერეფრაზის ჩათვლით. მე შეიძლება მქონდეს უმნიშვნელო შეცდომები ლიტერატურის მითითების ფორმატში.
მე ჩემი წყაროების უმეტესობას მივუთითებ ან მე არ მივუთითებ წყაროს პერეფრაზის დროს. მე ვუშვებ უმნიშნელო შეცდომებს ლიტერატურის მითითების ფორმატში.
მე არ მივუთითებ წყაროების ნაწილს. მე ვუშვებ შეცდომებს ლიტერატურის მითითების ფორმატში.
წერა: ორგანიზება
ჩემს ბიოგრაფიას აქვს სათაური და შესავალი, სადაც წარმოდგენილია თემა, რომელი იწვევს აუდიტორიის ინტერესს.  ასევე წარმოდგენილია დასკვნა, რომელიც თემას კარგად კრავს და აგვირგვინებს.
ჩემს ბიოგრაფიას აქვს სათაური და შესავალი, სადაც წარმოდგენილია თემა,  ასევე მოცემულია დასკვნა, რომელიც თემას ხაზს უსვამს.
ჩემი შესავალი და დასკვნა არ აძლიერებენ ჩემი ბიოგრაფიის თემას.
ჩემს ბიოგრაფიაში გამოტოვებულია ან შესავალი ან დასკვნა, ან ორივე.
წერა: გადასვლები
მე ეფექტურად ვიყენებ გადასვლებს იდეების, წინადადებებისა და აბზაცების დასაკავშირებლად.
მე ვიყენებ გადასვლებს იდეების, წინადადებებისა და აბზაცების დასაკავშირებლად.
მე ვცდილობ გამოვიყენო გადასვლები წინადადებების, იდეებისა და აბზაცების დასაკავშირებლად, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ნაწერი უცნაური და ბუნდოვანია.
მე იშვიათად ვიყენებ გადასვლებს იდეების, წინადადებებისა და აბზაცების დასაკავშირებლად, და ჩემი ნაწერი ხშირად უცნაური და ბუნდოვანია.
წერა: ენა
მე ჩემი ბიოგრაფიის თემატიკას კონკრეტულად და ხატოვნად გადმოვცემ.
მე ჩემი ბიოგრაფიის თემატიკას კონკრეტულად გადმოვცემ.
მე ვცდილობ კონკრეტულად გადმოვცე ჩემი ბიოგრაფიის თემატიკა, მაგრამ ჩემი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი ბუნდოვანი და ზოგადია.
ჩემი ბიოგრაფიის ენა ბუნდოვანი და ზოგადია.
ფორმატი
მე ჩემს არჩეულ მულტიმედია ფორმატს მრავალმხრივ ვიყენებ, რომ გავაძლიერო და ეფექტურად წარმოვაჩინო ჩემი ბიოგრაფიის თემატიკა.
მე ეფექტურად ვიყენებ ჩემი არჩეული მულტიმედია ფორმატის შესაძლებლობებს ჩემი ბიოგრაფიის გადმოსაცემად.
მე ეფექტურად ვიყენებ ჩემი არჩეული მულტიმედია ფორმატის შესაძლებლობების ნაწილს ჩემი ბიოგრაფიის გადმოსაცემად.
მე ვიყენებ ჩემი არჩეული მულტიმედია ფორმატის შესაძლებლობების ძალიან მცირე ნაწილს ჩემი ბიოგრაფიის ეფექტურად გადმოსაცემად.
წესები
ჩემს ბიოგრაფიაში არაა გრამატიკული და მექანიკური შეცდომები.
ჩემს ბიოგრაფიაში არაა ისეთი გრამატიკული ან მექანიკური შეცდომა, რომლებიც თემას აკნინებს.
ჩემს ბიოგრაფიაში არის რამდენიმე გრამატიკული და მექანიკური შეცდომა, რომლებიც თემას აკნინებს.
ჩემს ბიოგრაფიაში იმდენი გრამატიკული და მექანიკური შეცდომაა, რომ ჩემს აუდიტორიას უჭირს მისი გაგება.


ტესტის შეფასების კრიტერიუმები ინგლისურ ენაში

ქულა როგორ პასუხობს ნაწერი მოცემულ დავალებას და როგორ არის დაცული გრამატიკულ-ლექსიკური სიზუსტე. თითოეული საკითხი ფასდება 1 ქულით. 
10-9 ნაწერი ძალიან კარგია, დაშვებულია მხოლოდ 3 შეცდომა.უმნიშვნელოა შეცდომები მართლწერაში.
8-7 ნაწერი კარგია, დაშვებულია  4-6 შეცდომა, უმნიშვნელოა შეცდომები მართლწერაში.
6-5 ნაწერია საშუალოა, დაშვებულია 7-10 შეცდომა.არის შეცდომები მართლწერაში.
4-3 ნაწერი სუსტია, მოცემული საკითხების ნახევარზე მეტი შეცდომითაა გაკეთებული.
2-1 მხოლოდ რამდენიმე (4-6) სწორი პასუხია, დანარჩენი  შეცდომითაა შესრულებული ან საერთოდ გამოტოვებულია.
0 არცერთი პასუხი არაა სწორი, ან საერთოდ არ აქვს დაწერილი არაფერი

უცხო ენის გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკა

ქულა
შეფასების დონეები
1–2
მოსწავლე იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, შეიძლება ხელსაც უშლიდეს გაკვეთილის მსვლელობას, გამოხატავს გაკვეთილის მიმართ ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას, არ არის ორგანიზებული
3–4
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში, იშვიათად იჩენს ინიციატივას, მასწავლებლის დახმარების გარეშე მისი ჩართულობა ხშირად არ მჟღავნდება, არ არის ორგანიზებული.
5–6
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში, აქვს ცოდნის ზედაპირული დონე, ცდილობს იყოს მოჩვენებითი აქტიური, მაგრამ  მისი აქტიურობა არ პასუხობს გაკვეთილის თემას
7–8
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში და უმეტესად ამჟღავნებს წინასწარ მომზადებულობას, პატივს სცემს სხვის აზრსა და მუშაობას, დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა თუ ჯგუფურ მუშაობაში, თუმცა ვერ ამჟღავნებს მაქსიმალურ პროდუქტიულობას პერიოდული ჩავარდნების გამო.
9–10
მოსწავლე მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში. დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში დისკუსიისა თუ პრობლემის გადაჭრის დროს, ეხმარებს და პატივს სცემს სხვებს, კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი კლასის მიერ რაიმეს შესწავლისას.








უცხო ენის გაკვეთილზე საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა
ინფორმაციის მოძიება
კრიტერიუმები
1–2
3–4
5–6
7–8
9–10
ინფორმაციის მოძიების წყაროები
არ ცდილობს ინფორმაციის მოძიებას
იყენებს მხოლოდ საკუთარ არსებულ ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ ერთ საინფორმაციო წყაროს
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
მასალა ძალიან მწირი და გაუგებარია
მასალა არ არის საკითხის შესაბამისი
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს და ნაწილობრივ იცის შინაარსი
მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს და იცის მისი შინაარსი
მასალა სრულიად შეესაბამება საკითხს და გააზრებული აქვს მისი შინაარსი
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება (ინფორმაციის წყაროების ნუსხა, ცხრილების ან დიაგრამების სახით წარმოდგენა და ა.შ)
მასალა საერთოდ არ არის ორგანიზებული
მასალა არ არის სწორად ორგანიზებული
მასალა ნაწილობრივ არის ორგანიზებული
მასალა ორგანიზებულია, მაგრამ რთულად აღსაქმელი
მასალა კარგად და მოსახერხებლადაა ორგანიზებული
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი
საერთოდ ვერ აკეთებს ანალიზს
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
ნაწილობრივ  იყენებს მოძიებულ მასალას
ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას.
მაქსიმალურად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
მოსწავლის სახელი, გვარი

























საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)









კვლევების, ნაშრომის წარმოჩენის უნარი









შემოქმედებითი უნარი









პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება









თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)









საუბარი (გამართულობა, ტემბრი)









თვალსაჩინოების გამოყენება









აუდიტორიასთან კონტაქტი









ინფორმაციის ფლობის უნარი (ადექვატური კითხვა–პასუხები)









დროის ლიმიტის დაცვა









ჯამი










  • მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭება ერთი ქულა და საბოლოო
ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი, მაქსიმალური ჯამი არის 10 ქულა.



კვლევის  შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
მოსწავლის სახელი, გვარი

























კვლევის ძირითადი მიზანი









კვლევის ორგანიზება









შინაარსის კორექტულობა, ფაქტობრივი საიმედოობა









ენობრივი გამართულობა









კვლევის ლოგიკური თანმიმდევრობა









ილუსტრაციების, თვალსაჩინოების გამოყენება









მოსაზრების არგუმენტებით და მაგალითებით გამყარება









დასკვნები









ინფორმაციის ფლობის უნარი (ადექვატური კითხვა–პასუხები)









დროის ლიმიტის დაცვა









ჯამი










  • მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭება ერთი ქულა და საბოლოო
ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი, მაქსიმალური ჯამი არის 10 ქულა.



შემაჯამებელი დავალების შეფასება
ქულები
შეფასების დონეები შემაჯამებელი დავალებებისთვის
კომენტარები
1–2
  • ვერ ასრულებს შემაჯამებელ დავალებებს
  • აუთვისებელი დარჩა განვლილი  მასალის უმეტესობა.
  • დასახული მიზნების ნაწილი ელემენტარულ დონეზეა მიღწეული, ნაწილი მიუღწეველია

3–4
  • განვლილი მასალის ნაწილი ათვისებულია ელემენტარულ დონეზე.

5–6
  • განვლილი მასალა დამაკმაყოფილებელ დონეზეა ათვისებული;
  • განვლილი მასალის ნაწილი ათვისებულია ელემენტარულ დონეზე, ნაწილი – საშუალო დონეზე;

7–8
  • განვლილი მასალა ათვისებულია საშუალო დონეზე, დასახული მიზნები მიღწეულია საშუალო დონეზე;
  • განვლილი მასალის ნაწილი ათვისებულია დამაკმაყოფილებელ დონეზე, ნაწილი –მაღალ დონეზე ;
  • დასახული მიზნების ერთი ნაწილი დამაკმაყოფილებელ დონეზეა მიღწეული, ნაწილი – მაღალ დონეზე.

9–10
  • განვლილი მასალის უმეტესობა ათვისებულია მაღალ დონეზე;
  • დასახული მიზნების უმეტესობა მიღწეულია მაღალ დონეზე.





შეფასების სქემა პრეზენტაციისთვის უცხო ენაში
შედეგები
1–2
3–4
5–6
7–8
9–10
შესავლის გაკეთება
არ აქვს გაკეთებული, ან ძალიან მწირია
ტრაფარეტული და უინტერესოა
არ არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესებისთვის
საინტერესოდ არის მოწოდებული
მოძიებული აქვს ისეთი დამატებითი მასალა, რომელიც მსმენელების ინტერესს იწვევს
თემის წარმოდგენა
ძალიან მწირი მასალაა გადმოცემული
ლოგიკა დარღვეულია  და ბუნდოვანი
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას მოითხოვს.
ლოგიკურად არის აგებული, შეინიშნება მცირე ხარვეზები
თემა ლოგიკურადაა აგებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია.
საუბარი
გაუგებრად ლაპარაკობს
დაბნეულია და გაუგებრად  ლაპარაკობს
ხშირად ჩერდება, იმეორებს ერთსა და იმავეს
გამართული და გასაგებია
გამართული და გასაგებია, არ ორჭოფობს, საუბრობს დარწმუნებით
დასკვნების გაკეთება
არ არის გაკეთებული
არის მცდელობა
გაუმართავი და ულოგიკოა
ლოგიკურია, კარგად არის ჩამოყალიბებული
ლოგიკური, კარგად ჩამოყალიბებული და ორიგინალურია
აუდიტორიასთან კონტაქტი
არ არის აუდიტორიასთან კონტაქტი
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტი
პერიოდულად ცდილობს კონტაქტს
გრძნობს აუდიტორიის განწყობას და ამყარებს კონტაქტს
კარგად ფლობს კომუნიკაციის უნარს
თვალსაჩინოების გამოყენება
არ იყენებს თვალსაჩინოებას
იყენებს მწირად ან  შეუსაბამოდ
იყენებს მწირად ან შეუსაბამოდ
იყენებს თვალსაჩინოებებს (დიაგრამებს ,ცხრილებს) შესაბამისად
იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს პრეზენტაციისათვის
აუდიტორიის კითხვებზე პასუხი
ვერ პასუხობს კითხვებს
უჭირს პასუხების გაცემა
პასუხები არ არის გამართული
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
ყველა კითხვას პასუხობს


დისკუსიის შეფასების რუბრიკა

შეფასება
1–4
5–7
8–10
მოსმენა
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
საუბარი
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელს უჭირს გაგება
ძირითადად მეტყველება გასაგებია, ზოგჯერ უყურებს მსმენელს
მეტყველებს მკაფიოდ, უყურებს მსმენელს
მონაწილეობა
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
ძირითადად გამოხატავს ინტერესს, კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა სადისკუსიო თემის გარშემო
იჩენს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებით და აზრის გამოთქმით
კოოპერაცია
იშვიათად თანამშრომლობს თანაკლასელებთან და ვერ იცავს დისკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, და იშვიათად, მაგრამ არღვევს დისკუსიის წესებს
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, სხვებს აცლის აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს.
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
არავერბალური კომუნიკაცია
იშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით, ჟესტით, ხმით, გამომეტყველებით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები





უცხო ენის გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების სქემა
ფასდება შემდეგი აქტივობები
1–2
3–4
5–6
7–8
9–10
საგაკვეთილო პროცესში აქტიურობა, მოსმენის კულტურა, მობილიზება. ეთიკური ნორმების დაცვა
პასიურია, გონებადაფანტულია, არ უსმენს მოსაუბრეს,  არ იცავს ეთიკურ ნორმებს
პასიურია, გონებადაფანტულია, არ უსმენს მოსაუბრეს,  არ იცავს ეთიკურ ნორმებს
გაკვეთილზე ნაწილობრივაა ჩართული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, იშვიათად უსმენს მოსაუბრეს,ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს.
გაკვეთილზე აქტიურია, მატ–ნაკლებად მობილიზებული, კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს
მაქსიმალურად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მობილიზებული, კონცენტრირებული, გულისყურითუსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს
წაკითხული მხატვრული ნაწარმოების ან ინფორმაციის შეჯამების უნარი, ჯგუფში მუშაობა, თანამშრომლობა
ვერ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში არ შეაქვს წვლილი,არ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ვერ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში პასიურია,არ თანამშრომლობს  ჯგუფის წევრებთან
ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში ხანდახან შეაქვს წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის  წევრებთან
ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში ჩაბმულია, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
კარგად ახერხებს შეაჯამოს, გაანალიზოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან, არის გამოხატული ლიდერი
დისკუსიაში მონაწილეობა. კითხვების დასმა და შეკითხვებზე პასუხი. კამათის წესების დაცვა
არ მონაწილეობს დისკუსიაში, ვერ პასუხობს კითხვებს.არ იცავს კამათის წესებს.
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები არამიზნობრივი და უშინაარსოა,ვერ იცავს კამათის წესებს.
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები ზოგჯერ არამიზნობრივი და უშინაარსოა,ვერ იცავს კამათის წესებს.
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები მიზნობრივი და შინაარსიანია. პასუხობს კითხვებს დასაბუთებულად. იცავს კამათის წესებს.
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები ღრმა, მიზნობრივი და შინაარსიანია. პასუხები გამოირჩევა კონკრეტულობით. ყოველთვის იცავს კამათის წესებს.
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით. საკითხის კონკრეტულობა
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს ფაქტებით და არგუმენტებით. საკითხის დასმისას არაკონკრეტულია
უჭირს საკუთარი მოსაზრების გამყარება ფაქტებითა და არგუმენტებით, საკითხის დასმისას არაკონკრეტულია.
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას მწირი  ფაქტებითა და არგუმენტებით, საკითხის დასმისას არაკონკრეტულია.
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას  ფაქტებითა და არგუმენტებით, საკითხის დასმისას კონკრეტულია.
კარგად ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას არამხოლოდ ფაქტებითა და არგუმენტებით, არამედ პარალელებითა და ანალიზით. საკითხის დასმისას კონკრეტულია












ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

  ყველა მონაწილეობს დავალების შესრულებაში 
  1 
 ჯგუფის წევრები კარგად თანამშრომლობენ
  1 
 ჯგუფის წევრები მხოლოდ საკითხის ირგვლივ საუბრობენ
  1
 ჯგუფის წევრები ართმევენ თავს დავალების შესრულებას
  1
 ჯგუფის წევრები პასუხობენ შეკითხვებზე
  1
 პრეზენტაციის დროს ავლენენ შემოქმედებითობას
  1
 ქმნიან და იყენებენ საჭირო რესურსებს
  1
 ჯგუფის წევრები ითვალისწინებენ სხვების გამოცდილებას
  1
 არიან კორექტულები სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან მიმართებაში
  1
 იცავენ დროის ლიმიტს
  1
ჯამი 
  
შენიშვნები









საშინაო დავალების შეფასება უცხო ენაში

შეფასების კრიტერიუმები
2-5
6–8
9-10
მოსწავლე იგებს  სავარჯიშოს ინსტრუქციებს
 მოსწავლე ვერ ან ნაწილობრივ იგებს სავარჯიშოს ინსტრუქციებს
 მოსწავლე ახერხებს სავარჯიშოს ინსტრუქციების გაგებას.  
მოსწავლე სრულად იგებს და მიყვება სავარჯიშოს ინსტრუქციებს.  
მოსწავლე იგებს თხრობით /ფაქტობრივი მასალის შემცველ ტექსტს   
მოსწავლე ვერ ან ნაწილობრივ იგებს თხრობით და ფაქტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს.
 მოსწავლე  იგებს თხრობით და ფაქტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს
 მოსწავლე სრულად იგებს თხრობით და ფაქტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს
მოსწავლე დამოუკიდებლად მართავს სასწავლო საქმიანობას/ თანამშრომლობს თანაკლასელებთან.
 მოსწავლე ვერ მართავს დამოუკიდებლად სასწავლო საქმიანობას/ უჭირს თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან
  მოსწავლე ცდილობს დამოუკიდებლად მართოს  სასწავლო საქმიანობა, არ უჭირს თანამშრომლობა თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან.  
მოსწავლე მართავს დამოუკიდებლად სასწავლო საქმიანობას/  თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან.  



გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია


იმისათვის, რომ მოსწავლეებზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება დაგეგმოთ, ჩაატარეთ მოკლე განმავითარებელი თვითშეფასება, რაც დაგეხმარებათ როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში, შეფასების გეგმის შედგენის პროცესში. განსაზღვრეთ, ხუთშტრიხიან შკალაზე როგორ შეაფასებდით თქვენს მიმდინარე პრაქტიკას:

  1. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვაფასებ მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებას ჩემი მოსწავლეების ნამუშევრებში.   
არასოდეს ყოველთვის
  1. განმავითარებელ შეფასებას ვიყენებ თემაზე მუშაობის დაწყებამდე, რათა განვსაზღვრო შესაბამისი სასწავლო პროცედურები (მაგალითად: შევისწავლო ჩემი მოსწავლეების წინარე ცოდნა, რათა განვსაზღვრო, თუ როგორ გავაგრძელო თემაზე მუშაობა.)
არასოდეს ყოველთვის
  1. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ პროექტის მოლოდინები, სასწავლო მიზნები და პროექტის შეფასების კრიტერიუმები.
არასოდეს ყოველთვის
  1. პროექტის მისაღწევი შედეგების გააზრებისთვის ჩემი მოსწავლეები იყენებენ რუბრიკას.
არასოდეს ყოველთვის
  1. ჩემი მოსწავლეები ქმნიან რუბრიკებსა და შეფასების სხვა ფორმებს პროექტის განმავლობაში.
არასოდეს ყოველთვის
  1. მოსწავლეებთან ვაწყობ შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად, შეფასების გასაზიარებლად, რჩევების შესათავაზებლად. ვაძლევ დამატებით ინსტრუქციებს  და ვპასუხობ შეკითხვებზე.
არასოდეს ყოველთვის
  1. ჩემი მოსწავლეები აწარმოებენ თვითშეფასებას.
არასოდეს ყოველთვის
  1. ჩემი მოსწავლეები მონაწილეობენ თანატოლთა შეფასებაში.

  1. პროექტის განმავლობაში მოსწავლეებს ვაკეთებინებ დროულ რეფლექსიას, რათა დაფიქრდნენ თავიანთი სწავლის პროცესზე.
არასოდეს ყოველთვის
  1. სისტემატურად ვიყენებ ჩანაწერებს და დაკვირვების ფურცლებს, რათა მონიტორინგი გავუწიოთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
არასოდეს ყოველთვის
  1. მოსწავლეები იყენებენ პროექტის გეგმას, რათა მონიტორინგი გაუკეთონ სწავლის პროცესს და დამოუკიდებელად იმუშაონ.
არასოდეს ყოველთვის
  1. შემაჯამებელი შეფასებიდან მიღებულ ინფორმაციას ვიყენებ მომავალი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვისთვის.
არასოდეს ყოველთვის

მოსწავლეთა თანამშრომლობითი (ჯგუფური) მუშაობის შეფასების რუბრიკა


4
3
2
1
მონაწილეობა
ჯგუფის წევრი სრულყოფილად მონაწილეობდა მუშაობის პროცესში და ყოველთვის დავალების შესრულებაზე იყო ორიენტირებული.
ჯგუფის წევრი, უმეტესწილად, მონაწილეობდა მუშაობის პროცესში და დავალების შესრულებაზე იყო ორიენტირებული.
ჯგუფის წევრი  მონაწილეობდა მუშაობის პროცესში, მაგრამ დროს სისტემატურად არამიზნობრივად ხარჯავდა, ან იშვითად იყო დავალების შესრულებაზე ორიენტირებული
ჯგუფის წევრი  არ მონაწილეობდა მუშაობის პროცესში, არამიზნობრივად ხარჯავდა დროს, ან შეუსაბამო მასალაზე მუშაობდა.
ლიდერობა
ჯგუფის წევრი საჭიროებისამებრ იღებდა ლიდერის ვალდებულებას. კერძოდ, უზრუნველყოფდა გუნდის დახმარებას  მუშაობის სწორი მიმართულებით განსახორციელებლად.
ხელს უწყობდა ჯგუფურ მუშაობას, სთავაზობდა ამოცანების გადაჭრის შესაძლო ვარიანტებს და უზრუნველყოფდა პოზიტიურ განწყობას..
ჯგუფის წევრი ზოგჯერ იღებდა ლიდერის ვალდებულებას შესაბამისი ფორმით.
ჯგუფის წევრი ყოველთვის ჯგუფის სხვა წევრებს აძლევდა საშუალებას შესრულებინათ ლიდერის ვალდებულებები,
ან ხშირად დომინირებდა ჯგუფში.
ჯგუფის წევრი არასდროს იღებდა ლიდერის ვალდებულებას, ან არაპროდუქტიულად ასრულებდა შესაბამის ფუნქციას.
მოსმენა
ჯგუფის წევრი ყურადღებით ისმენდა დანარჩენი წევრების იდეებს.
ჯგუფის წევრი ჩვეულებრივ ისმენდა დანარჩენი წევრების იდეებს.
ჯგუფის წევრი ზოგჯერ არ ისმენდა დანარჩენი წვერების იდეებს.
ჯგუფის წევრი არ ისმენდა დანარჩენი წევრების იდეებს და ხშირად აწყვეტინებდა საუბარს.
უკუკავშირი
ჯგუფის წევრი საჭიროებისამებრ უზრუნველყოფდა დეტალურ, კონსტრუქციულ უკუკავშირს.
ჯგუფის წევრი საჭიროებისამებრ უზრუნველყოფდა კონსტრუქციულ უკუკავშირს.
ჯგუფის წევრი იშვითად უზრუნველყოფდა კონსტრუქციულ უკუკავშირს, მაგრამ ზოგჯერ შენიშვნები შეუსაბამო, ან უსარგებლო იყო.
ჯგუფის წევრი არ უზრუნველყოფდა კონსტრუქციულ, ან სასარგებლო უკუკავშირს.
თანამშრომლობა
ჯგუფის წევრი გამოხატავდა პატივისცემას თანაჯგუფელების მიმართ და უზრუნველყოფდა სამუშაო დატვირთვის სამართლიანად განაწილებას.
ჯგუფის წევრი ხშირ შემთხვევაში გამოხატავდა პატივისცემას თანაჯგუფელების მიმართ და უზრუნველყოფდა სამუშაო დატვირთვის სამართლიანად განაწილებას.
ჯგუფის წევრი ზოგჯერ გამოხატავდა უპატივცემულობას თანაჯგუფელების მიმართ და უსამართლოდ ანაწილებდა სამუშაო დატვირთვას.
ჯგუფის წევრი ხშირად გამოხატავდა უპატივცემულობას თანაჯგუფელების მიმართ, ან უსამართლოდ ანაწილებდა სამუშაო დატვირთვას.
დროის მართვა
ჯგუფის წევრი დავალებებს დასახულ ვადებში ასრულებდა.
ჯგუფის წევრი ხშირ შემთხვევაში დასახულ ვადებში ასრულებდა დავალებებს და არასრულად წარმოდგენილი სამუშაოს შედეგად არ იწვევდა პროექტის პროგრესის შეფერხებას.
ჯგუფის წევრი დავალებებს ხშირად არ ასრულებდა დასახულ ვადებში და აფერხებდა საპროექტო მუშაობას.
ჯგუფის წევრი არ ასრულებდა დავალებების უმეტესობას დასახულ ვადებში და ხშირად აიძულებდა თანაჯგუფელებს გადაედგათ ნაჩქარევი ნაბიჯები , ან შეეტანათ ცვლილებები თანაკლისების გადასაფარად.


რუბრიკის მიხედვით შეაფასეთ ჯგუფის თითოეული წევრის თანამშრომლობითი მუშაობა პროექტის ფარგლებში. თქვენი სახელიც ჩაწერეთ ცხრილში.


ჯგუფის წევრი
მონაწილეობა
ლიდერობა
მოსმენა
უკუკავშირი
თანამშრომლობა
დროის მართვა





































სახელწოდება: ინტერპრეტირების ჩეკლისტი - საბაზო საფეხურის კლასები
აღწერა: ჩეკლისტი გამოიყენება მასწავლებლების მიერ საბაზო საფეხურის კლასების მოსწავლეების ინფორმაციისა და მოვლენების ინტერპრეტირების უნარების შესაფასებლად.
ძირითადი სიტყვები: აღწერა, შემოქმედებითობა, კავშირები, თემა, ინტერპრეტირება, კრიტიკული აზროვნება
ინსტრუქცია: გამოიყენეთ ჩეკლისტი მოსწავლეების ინტერპრეტირების უნარებზე დაკვირვებისა და აღრიცხვის მიზნით პროექტებზე მუშაობისა თუ აქტივობების დროს.
კატეგორიები
კლასი: 6-8
საგანი:
შეფასების ტიპი: კრიტიკული აზროვნება

მუდამ, ხშირად ან  იშვიათად
დაკვირვების თარიღები
შენიშვნები
მოსწავლე აღწერს მნიშვნელოვან კონცეფციებს და კავშირებს აკურატულად.



მოსწავლე ხსნის ინფორმაციის მნიშვნელობას წინარე ცოდნასთან, გამოცდილებასთან და მოსაზრებებთან დაკავშირების გზით.



მოსწავლე წარმოაჩენს ინფორმაციასთან დაკავშირებულ თემასა და მიზანს.



მოსწავლე აუდიტორიას აოცებს უჩვეულო მახასიათებლებით, რომლებიც აუდიტორიას ართობს და საშუალებას აძლევს, რომ საკითხი უკეთ გაიგონ.



სახელწოდება: კრიტიკული აზროვნების შეფასების რუბრიკა - საბაზო საფეხურის კლასები
აღწერარუბრიკა გამოიყენება საბაზო საფეხურს კლასების მოსწავლეების მიერ წყაროების ხარისხის შეფასების უნარის თვითშეფასებისათვის.  
ძირითადი სიტყვებიმოსაზრებები, მცდარი მოსაზრება, დარწმუნება, ჰიპოთეზა, სანდოობა, ანალიზი
ინსტრუქციაგამოიყენეთ რუბრიკა იმის გასააზრებლად, თუ როგორ აფასებთ წყაროების სანდოობას.
კატეგორია:
კლასი : 6-8
საგანი
შეფასების ტიპი კრიტიკული აზროვნება

4
3
2
1
რესურსების შეფასება
როდესაც ახალ ინფორმაციას ვპოულობ, მე ვსვამ კითხვას მისი დანიშნულების, ავტორის ან სპიკერის კომპეტენტურობის, ინფორმაციის განთავსების თარიღისა და დასკვნების ხარისხის შესახებ.
როდესაც ახალ ინფორმაციას ვპოულობ, მე ვსვამ კითხვებს მისი სანდოობის შესახებ.
როდესაც შემახსენებენ, ვსვამ კითხვებს ინფორმაციის სანდოობის შესახებ.
მე იშვიათად ვსვამ კითხვებს ინფორმაციის სანდოობის შესახებ, თუკი ვეთანხმები მას.
მცდარი აზრის იდენტიფიცირება
მე ვიყენებ ჰიპოთეზებსა და დარწმუნების ტექნიკების (კერძოდ, არასრული ინფორმაცია, მცდარი განზოგადოებები, ემოციური გამოსვლები) საფუძვლიან გაგებას, რომ მოვახდინო მცდარი აზრების იდენტიფიცირება ინფორმაციის წყაროში და ვიმსჯელო მისი სანდოობის შესახებ.
მე ვიყენებ ჰიპოთეზებსა და დარწმუნების ტექნიკების საფუძვლიან გაგებას, რომ მოვახდინო მცდარი აზრების იდენტიფიცირება ინფორმაციის წყაროში და ვიმსჯელო მისი სანდოობის შესახებ.  
სხვისი დახმარებით მე ხანდახან შემიძლია. რომ მოვახდინო მცდარი აზრების იდენტიფიცირება ინფორმაციის წყაროში და ვიმსჯელო მისი სანდოობის შესახებ.
ჩვეულებრივ მე არ შემიძლია მცდარი მოსაზრების ან ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება.
დამარწმუნებელი არგუმენტების ანალიზი
როდესაც ვინმე ცდილობს, რომ რამე გამაკეთებინოს ან რამეში დამარწმუნოს, მე შემიძლია განვასხვავო დამარწმუნებელი არგუმენტები იმათგან, რომლებიც მცდარი მსჯელობის სტრატეგიებს იყენებენ, როგორიცაა ნაჩქარევი განზოგადებები, ყალბი დილემები ან ავტორიტეტის მოხმობა.
როდესაც ვინმე ცდილობს, რომ რამე გამაკეთებინოს ან რამეში დამარწმუნოს, მე ჩვეულებრივ შემიძლია გამოვიცნო, თუ რომელი იდეებია დამარწმუნებელი.

ვინმემ უნდა შემახსენოს, რომ ვიფიქრო მიზეზებზე, თუ რატომ ცდილობენ სხვები, რომ რამე გამაკეთებინონ ან რამეში დამარწმუნონ.
მე არც კი დავინტერესდები, თუ რა მიზეზები აქვთ მათ, ვინც ცდილობს რამე გამაკეთებინოს ან რამეში დამარწმუნოს.
მოსაზრების ჩამოყალიბება
მე ჩემს მოსაზრებას ვაყრდნობ კარგ მტკიცებულებაზე, რომელიც გამომაქვს ბევრი სანდო წყაროდან. მე ვაჩვენებ, რომ მესმის საკითხის კომპლექსურობა მისი გამოკვლევისა და ინფორმაციის შეჯერების გზით.
ჩემი მოსაზრება ეფუძნება სანდო მტკიცებულებას. ჩემი მოსაზრება ერთზე მეტ შეხედულობას მოიცავს.
ის მტკიცებულება, რომელსაც ვიყენებ ჩემი მოსაზრების დასაბუთებისათვის ხშირად არაა სანდო. მე ვაყალიბებ მოსაზრებას შეზღუდული და ვიწრო გზებით.
მე ხშირად არასანდო ინფორმაციას ვიყენებ ჩემი მოსაზრების დასაბუთებისათვის.

ჩემი მოსაზრება მხოლოდ ერთ შეხედულებას ასახავს.
კომუნიკაცია
მე მოსაზრებას ნათლად ვაყალიბებ და ვასაბუთებ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული საფუძვლიანი არგუმენტებით. როდესაც ჩემს მოსაზრებას განვმარტავ, მე ვაჩვენებ, რომ მაქვს საკითხის საფუძვლიანი გაგება და მესმის მისი კომპლექსურობა.
მე ვაყალიბებ მოსაზრებას და ვასაბუთებ მას სანდო წყაროებით. როდესაც მე განვმარტავ ჩემს მოსაზრებას, მე ვაჩვენებ საკითხის კარგ გაგებას და შეხედულებებს დარგის შესახებ.
ჩემი მოსაზრება ბუნდოვანი და დამაბნეველია. როდესაც განვმარტავ ჩემს მოსაზრებას, მე საკითხს ხშირად უფრო მარტივად აღვწერ, ვიდრე ის არის.
მე ჩვეულებრივ არ ვაყალიბებ მოსაზრებას, მაგრამ როდესაც მიწევს, ვერ ვასაბუთებ.

როდესაც ჩემს მოსაზრებას ვხსნი, ჩანს, რომ მე საკითხი ძალიან ცუდად მესმის.

სახელწოდება: კრიტიკული აზროვნების შეფასების ჩეკლისტი - საბაზო საფეხურების კლასები
აღწერაჩეკლისტი გამოიყენება მასწავლებლების მიერ საბაზო საფეხურების კლასების მოსწავლეების ინფორმაციის ხარისხის განსაზღვრის უნარების შესაფასებლად.
ძირითადი სიტყვებიარგუმენტირება, მოსაზრებები, რესურსები, კვლევა
ინსტრუქციაგამოიყენეთ ჩეკლისტი მოსწავლეების ინფორმაციის ხარისხის განსაზღვრის  უნარების შესაფასებლად პროექტებზე მუშაობის პროცესსა თუ აქტივობების დროს.
კატეგორია
კლასი : 6-8
საგანი
შეფასების ტიპი კრიტიკული აზროვნება

მუდამ
ზოგჯერ
იშვიათად / არასოდეს
დაკვირვების თარიღები
შენიშვნები
მოსწავლე სვამს კითხვებს ახალი ინფორმაციის დანიშნულების შესახებ მაშინ, როდესაც მსჯელობს წყაროს სანდოობაზე.


მოსწავლე სვამს კითხვებს მოცემულ ინფორმაციაში დასკვნების ხარისხის შესახებ მაშინ, როდესაც მსჯელობს წყაროს სანდოობაზე.


მოსწავლე სვამს კითხვებს ინფორმაციის თარიღზე მაშინ, როდესაც მსჯელობს წყაროს სანდოობაზე.


მოსწავლე სვამს კითხვებს ინფორმაციის ავტორის კომპეტენტურობის შესახებ მაშინ, როდესაც მსჯელობს წყაროს სანდოობაზე.


მოსწავლე წყაროს სანდოობაზე მსჯელობისას განსაზღვრავს ემოციურ გამოძახილებს.


მოსწავლე წყაროს სანდოობაზე მსჯელობისას ახდენს არასრული ინფორმაციის იდენტიფიცირებას.


მოსწავლე წყაროს სანდოობაზე მსჯელობისას ახდენს მცდარი განზოგადებების იდენტიფიცირებას.


მოსწავლე დამარწმუნებელ არგუმენტებში განასხვავებს დამაჯერებელ მიზეზებს მცდარი მიზეზებისგან.


მოსწავლე აფუძნებს მოსაზრებას კარგ მტკიცებულებაზე, რომელსაც ადგენს სხვადასხვა სანდო წყაროზე დაყრდნობით.


მოსწავლე აჩვენებს საკითხის კომპლექსურობის გაგებას ინფორმაციის სხვადასხვა კუთხით  მოძიებითა და სინთეზირებით.


მოსწავლე აყალიბებს მოსაზრებას მკაფიოდ და იმოწმებს რამდენიმე კარგ მიზეზს სანდო წყაროებიდან.


მოსწავლე ურთიერთობისას ამჟღავნებს საკითხის კომპლექსურობის გაგებას.





No comments:

Post a Comment