მასწავლებლის სახელი,
გვარი, პ/ნ - თეონა კაკალაძე
61004026425
საგანი
- ინგლისური
სწავლების საფეხური/კლასი - დაწყებითი საფეხური.
III კლასი
გაკვეთილის თემა
- pear tree farm
გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ შეძლოს:
1. მასწავლებლის
მიერ გაკვეთილზე განხილული ტექსტიდან შეისწავლოს ახალი სიტყვები და გამოიყენოს საუბრის
დროს.
2. სწორად
წაიკითხოს ტექსტი ინგლისურ ენაზე და სწორად გაიაზროს იგი.
3. სწორად გაიგოს მასწავლებლის მიერ მიცემული ინსტრუქციები ინგლისურ ენაზე,
შეავსოს ასოციაციური რუკა და კროსვორდი.
4. სწორად ამოიცნოს ფერმის ცხოველები
ვიდეოზე და დაასახელოს მათი ინგლისური სახელწოდება.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
|
გამოწვევის ფაზა
10
|
||||||
1.
|
საორგანიზაციო საკითხები,გაკვეთილის
თემის,მიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა (2წთ)-მასწავლებელი
მოსწავლეებს გააცნობს საგაკვეთილო თემას,მიზანსა და შფასების რუბრიკებს,ასევე კლასში
ქცევის წესებს.
|
საერთო საკლასო.
ჯგუფური მუშაობა
|
||||
2.
|
ასოციაციური რუკის
შევსება (4წთ)- მასწავლებელი დაფაზე გააკრავს პოსტერს შეუვსებელი ასოციაციური
რუკით,რომლის შუაში ეწერება სიტყვა FARM და მოსწავლეებს სთხოვს ინდივიდუალურად გამოსვლას და უკვე ნასწავლი
სიტყვების გამოყენებით ასოციაციური რუკის
შევსებას.
|
გონებრივი იერიში
|
ინდივიდუალური
საერთო საკლასო
|
პოსტერი, მარკერი
|
||
3.
|
ვიდეო-გაჩერებებით
(4 წთ)-მასწავლებელი
მოსწავლეებს უჩვენებს პროექტორით, რომელშიც ასახული იქნება ფერმის ცხოველები. ვიდეოს
მსვლელობის დროს მასწავლებელი აჩერებს და სთხოვს მოსწავლეებს ინდივიდუალურად ამოიცნონ
და დაასახელონ ისინი.
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
ინდივიდუალური
|
შუქნიშნის ფერადი ბარათები
|
||
შინაარსის რეალიზება
25
|
||||||
1.
|
ტექსტის წაკითხვა
(10წთ)-მასწავლებელი წაუკითხავს და უთარგმნის მოსწავლეებს
მცირე ზომის ტექსტს, შემდგომ მოსწავლეები დაიწყებენ მუშაობას ტექსტზე და ამოიწერენ
მათთვის უცნობ სიტყვებს, მასწავლებელი ჯგუფებს მიცემს განმარტებებს უცხო სიტყვებთან
დაკავშირებით . მოსწავლეები მონაცვლეობით წაიკითხავენ ტექსტს და გადათარგმნიან.
|
ახსნა-განმარტებითი მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
წიგნი, რვეული, კალამი
|
||
2.
|
კროსვორდის შევსება
(10წთ)-მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს დაურიგებს სხვადასხვა
კროსვორდს და გააცნობს კროსვორდის შევსების
წესს. მოსწავლეები ჯგუფურად დაიწყებენ მუშაობას კროსვორდზე. მათი შევსების შემდეგ
თითოეული ჯგუფი მოახდენს კროსვორდის მცირე პრეზენტაციას. მოსწავლეები მასწავლებლებთან
ერთად განიხილავს თითოეულ კროსვორდს და კიდევ ერთხელ განიხილავენ ახალ სიტყვებს.
ასევე ისინი პრეზენტაციის ბოლოს მოახდენენ ურთიერთშეფასებას შემდეგი პრინციპით: იტყვიან
რა მოეწონათ თავიანთი მეგობრების წარმოდგენილ
პრეზენტაციაში, რა უზუსტობა შეამჩნიეს, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ეა რჩევას
მისცემენ მეგობრებს ამ ხარვეზის გამოსასწორებლად.
|
ქმედებაზე ორიენტირებულ;ი სწავლა
|
ჯგუფური
|
კროსვორდი
|
||
3.
|
მასწავლებლის
მიერ მომზადებული პრეზენტაციიდან სლაიდებზე დატანილი პოტოების ამოცნობა და წარმოთქმა
ინგლისურ ენაზე (5 წთ)-მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს
სლაიდს, რომელიც მოიცავს მთლიანი საგაკვეთილო ტექსტის ლექსიკას. მოსწავლეები ინდივიდუალურად
ამოიცნობენ და წარმოთქვამენ სლაიდზე. იხილეთ პრეზენტაცია :
|
ინტერაქციის მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი,
პროექტორი
|
||
რეფლექსია
10
|
||||||
1.
|
მთლიანი ტექსტის
გაგება-გააზრება (5 წთ)- მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით და დახმარებით
უპასუხებენ კითხვებს ინგლისურ ენაზე მთლიანი
ტექსტიდან გამომდინარე:
1.who is a farmer?
2.which animal did he live?
3.what is his favourite animal?
4.what was the weather like?
5. who visited the farm?
6.how could mr. oats play the workers?
7. who was happy at the end
|
სინთეზი
|
საერთო საკლასო
ინდივიდუალური
|
|||
2.
|
საშინაო დავალების
მიცემა (3წთ)-მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეადგინონ მარტივი
წინადადებები ახალი სიტყვების გამოყენებით.
|
წერითი მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
რვეული
კალამი
|
||
3.
|
შეფასება (2წთ)-მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას სიტყვიერი კომენტარებით და შუქნიშნის
ფერადი ბარათებით. შეფასების რუბრიკა
|
შუქნიშნის ფერადი ბარათები
|
||||
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ.დ.III.1. მოსწავლეს შეუძლია
მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ.,
გაიმეორე, მოისმინე,
აიღე ფანქარი, მოდი დაფასთან და სხვა);
- ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
უცხ.დ.III.3.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
·
შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
- ამოიცნობს პერსონაჟს,
ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით(მაგ., მაღალი,დაბალი, მოკლე, გრძელი, ყვითელი) დამიუთითებს/ აფერადებს/ შემოხაზავს მას;
- ამოიცნობს დამიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდისქვეშ, მანქანისწინ/ უკან);
- ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (ცეკვავს, დარბის, დახტის, დაფრინავს, ცურავსდასხვა);
- აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
- ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.
უცხ.დ.III.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანად სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს
ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს(მაგ., ხმის ტემბრს,
სხვადასხვა ტიპის ხმაურს,
ინტონაციას,
მიმიკას,
ჟესტიკულაციას);
- ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით(მაგ.,
ჟესტიკულაცია, სხვადასხვა
ტიპის ხმაური,
ინტონაცია, ილუსტრაცია).
უცხ.დ.III.5.მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების
გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამართულად კითხულობს ნაცნობ
წინადადებებს;
·
ტექსტში პოულობს და კითხულობს
მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილს;
·
თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად
კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.
უცხ.დ.III.8.მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი
კომუნიკაციის განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აფორმებს ნახატებს/ილუსტრაციებს
წარწერებით;
·
ავსებს ნაკლულ ტექსტს
საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით);
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ
ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მოკლედ
პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური
საშუალებებით;
- პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან
დაკავშირებით (მაგ., დაამთავრე? დიახ/არა;
სად არის ფანქარი? აქ, მაგიდაზე);
- პასუხობს
ზეპირმეტყველებაში ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე
(მაგ., რა ჰქვია, რა აქვს, როგორია, რას
აკეთებს და სხვა).
უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა
ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ცდილობს დასმული
ამოცანების გადაჭრას;
- ცდილობს, შეავსოს თვითშეფასების მარტივი სქემები.
შეფასება: შეფასებას
გამოვიყენებ ქვემოთ მოცემული ცხრილის მეთოდით
ტესტი
ხელმოწერა: თეონა
კაკალაძე
თარიღი: 20.10.2018
No comments:
Post a Comment